„მსოფლიო ტურიზმის ამუშავების გეგმაზე მუშაობს, ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ ამ პროცესებში და მალევე გამოვიღვიძოთ“ - მაია სიდამონიძე

„მსოფლიო ტურიზმის ამუშავების გეგმაზე მუშაობს, ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ ამ პროცესებში და მალევე გამოვიღვიძოთ“ - მაია სიდამონიძე

access_time2020-04-27 17:45:20

„ჩვენი ეკონომიკის პირობებში ბევრი რამის სუბსიდირება შეიძლება ვერ მოვახერხოთ ტურისტების წასახალისებლად, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ისეთი გამოსავლის მონახვა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ტურისტული მიმართულება. მნიშვნელოვანია ამისათვის კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მაია სიდამონიძემ განაცხადა.


ევროპის ქვეყნების უმეტესობა COVID-19-ით ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის  სტიმულირების გეგმაზე უკვე მუშაობს.  ქვეყნები საჰაერო მიმოსვლის გახსნასა და სანიტარული კორიდორების შემუშავებას იწყებენ. საბერძნეთმა ევროკავშირთან ერთად მიმოსვლის ახალი წესები შეიმუშავა, სიცილიის მთავრობა ტურისტების მოსაზიდად ვიზიტორების ხარჯების ნაწილს დაფარავს.


როგორ უნდა დაუბრუნდეს ქართული ტურიზმი პირვანდელ ნიშნულს და რას უნდა ითვალისწინებდეს დარგის სტიმულირების პაკეტი? მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე საკარანტინო რეჟიმის პირობებშიც კი აუცილებელია სხვა ქვეყნების მაგალითები საქართველოს მთავრობის მიერაც დროულად იყოს გათვალისწინებული და ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად ჩაერთოს გეგმის შემუშავების პროცესებში, რომელშიც ტურიზმის ყველა ქვედარგი ჩაერთვება და არა მხოლოდ სასტუმროები.


„უკვე უნდა დავიწყოთ  მზადება, თუ როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან.  უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა. რა თქმა უნდა, ვირუსი არ დამარცხებულა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ სიტუაციაში როგორ ვიცხოვროთ.ბევრი ქვეყნის მიერ უკვე ხდება სანიტარული კორიდორების და ახალი წესების გაცნობა. უნდა ვიცოდეთ უსაფრთხოების კუთხით რა სანიტარული ნორმები დაწესდება, რომ მზად ვიყოთ ტექნიკურად და ადამიანების დატრენინგებაც შევძლოთ.



ასევე მნიშვნელოვანია, რომელ ბაზრებზე გავაკეთებთ აქცენტს. სავარაუდოდ, თავდაპირველი სამიზნე დაბალრისკიანი ქვეყნები იქნება, შიდა ტურიზმით დაიწყება, მერე მეზობელი ქვეყნებით გაგრძელდება. ხორვატია ზაფხულში საჰაერო მიომოსვლას ხსნის, ამისთვის კი მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკება. გერმანიამ ევროპას მოუწოდა, რომ ერთად დაგეგმონ ტურისტული მიმოსვლის განახლება. ფაქტობრივად, ჩვენ ამ პროცესში უკვე უნდა ვიყოთ და მალევე გამოვიღვიძოთ.ტურიზმის ინდუსტრია იმდენად კომპლექსური და მრავლისმომცველია, რომ  აბსოლუტურად ყველა მოთამაშის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული - ისინი ვინც სესხის პირობებში ბინებს აქირავებდნენ ტურისტული ბიზნესისთვის, გიდები რომლებიც შეიძლება მცირე მეწარმეები არიან მაგრამ შემოსავალი  ჰქონდათ, მძღოლები ტურისტული სააგენტოები, შემომყვანი ტურ-ოპერატორები - ჩვენ არ  უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ ერთი სექტორის ჭრილში.“- განმარტავს სიდამონიძე.


რა ელოდება ტურიზმის სექტორს მომავალი ერთი წლის განმავლობაში?  ტურიზმის სპეციალისტის მოლოდინი ამასთან დაკავშირებით, მცირე მოთხოვნის გამო ბევრი კომპანიის გაკოტრება და ტურიზმის ბაზრიდან გასვლაა.


„ვირუსის დამარცხების შემდეგ მინიმუმ ერთ წელი ჩვენ ნამდვილად ვერ აღვდგებით. ბევრი კომპანია გაკოტრდება და ეს რეალური სურათია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოთ, ამისათვის  დღესვე დავიწყოთ მოქმედება. ამ სფეროში ბევრს მოგვიწევს ბიზნეს მოდელის შეცვლა.  მაქვს მოლოდინი, რომ  ბევრი კომპანია შეიძლება გამოეთიშოს ინდუსტრიას, რადგან ერთი წელი შემოსავლებზე საუბარი ზედმეტია.  დაფიქსირდება ზედმეტი მიწოდება და ნაკლები მოთხოვნა, რაც განაპირობებს იმას, რომ ბევრი ბიზნესი თამაშგარეთ რჩება.ჩვენ გვაქვს ბევრი საერთაშორისო მაგალითი და შეგვძლია იგივე ტიპის ინიციატივები გვქონდეს. ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა საჰაერო მიმოსვლის აღდგენაა და სწორედ ამ აღდგენის სტრატეგია დროულად უნდა იყოს შემუშავებული.“ - განმარტავს სიდამონიძე


რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ტურიზმი, მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარების ცალკე პაკეტს საჭიროებს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი.


„ჩვენ ტურიზმისთვის ცალკე დახმარების პაკეტს ვამზადებთ, ცალკე ღონისძიებებს, ეს ნაწილობრივ იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილი და ამაზე ძალიან მალე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up