2022 წელს, საქართველო, გერმანიაში, ბერლინში, მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება

2022 წელს, საქართველო, გერმანიაში, ბერლინში, მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება

access_time2020-02-17 20:30:14

2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.



„პირველ რიგში ეს არის აღიარება, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი და მიმზიდველი ტურისტული ბაზარია. როგორც იცით 2019 წელს 9,300,000 -ზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, თითქმის ჩვენს მოსახლეობაზე სამჯერ მეტს. ეს იმის აღიარებაა, რომ ჩვენ ვატარებთ სწორ პოლიტიკას ტურიზმის სფეროში. პირველ რიგში ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა.“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.



„საქართველომ საკმაოდ რთულ კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა გავხდით, რომელიც ყოველწლიურად ბერლინში იმართება . 2022 წელს საქართველო წარდგება აღნიშნულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციონირებით. ჩვენ როგორც გამარჯვებულებს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას მივიღებთ, ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა 1 მილიარდიან აუდიტორიასთან და ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ერთად გადავაბიჯებთ ტურიზმის აბსოლუტურად ახალ ერაში, რომელიც საქართველოში მოიზიდავს ევროკავშირის ძალიან ბევრ მოგზაურს, ასევე მოგზაურებს სტრატეგიული ქვეყნებიდან, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა წლებია უკვე ინვესტირებას ახდენს.
კონკურსი იყო საკმაოდ რთული. მონაწილეობდა 30-მდე ქვეყანა. ყველა ეს ქვეყანა ტურისტულად ძლიერი და აქტიურია, ისტორიულად სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა. ბოლო 7-8 თვეა ვმონაწილეობთ აღნიშნულ კონკურსში. ეს იყო რამდენიმე საფეხურიანი, აპლიკაციასთან ერთად ეს მოიცავდა ადგილზე ჩამოსვლას და ინსპექტირებას. ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის პოლიტიკა რომელსაც ატარებს ჩვენი ქვეყნის მთავრობა არის სწორი, ეს გულისხმობს უსაფრთხო მიმართულებას, პროდუქტების დივერსიფიცირებას და ტურიზმის ინდუსტრიის პროაქტიურ განვითარების. ეს იყო პირდაპირი შეტყობინება ყველასთვის, რომ საქართველო არის მომდევნო საუკეთესო ტურისტული მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.




პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტურიზმის სექტორის, გერმანიისა საელჩოსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.



ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ITB Berlin-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ITB Berlin-ზე, გერმანიაში, მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გვაძლევს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომას.გერმანიაში ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.



ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15 ქვეყანა ბერლინში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.
თუ გავეცნობით წინა წლების გამოცდილებას, ITB Berlin მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. ეს კიდევ ერთი დასტურია თუ რამხელა მნიშვნელობა და შესაძლებლობაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მომავალი განვითარებისთვის.
ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის. კონკურსში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა.



საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში ITB Berlin-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.



აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მასპინძელი ქვეყანა საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება.3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin მასპინძლობით საქართველოს 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.



2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. 2020 და 2021 წლებში ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველო უკვე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით, რაც გულისხმობს მარკეტინგულ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და უკეთ პოზიციონირებას, როგორც ბერლინის გამოფენის მომავალი მასპინძელი ქვეყანა.





თეგები:
ITB Berlin



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up