მსოფლიო ტენდენციის საპირისპიროდ, საათების ქართული ბიზნესი რეალიზაციით კმაყოფილია

მსოფლიო ტენდენციის საპირისპიროდ, საათების ქართული ბიზნესი რეალიზაციით კმაყოფილია

person access_time2016-01-30 16:04:02

  მსოფლიოში შვეიცარული საათების ექსპორტი შემცირდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსგავსი ტენდენცია პირველად დაფიქსირდა, რაც ხელმისაწვდომ საათებზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. „კომერსანტი" დაინტერესდა რა ვითარებაა საათების ბაზარზე.

 

საათების მაღაზიათა ქსელი „სვოჩის" და „ართთაიმის" მარკეტინგის მენეჯერი ნინო თალაკვაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ შვეიცარიული საათების გაყიდვები შემცირებულია, თუმცა უმნიშვნელოდ. მისი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისი საათების ბიზნესაც დაეტყო.

 

მისი თქმით, დღეს გაყიდვები ბიზნესის ყველა სფეროშია შემცირებული, თუმცა, მათ პროდუქციას მაინც ჰყავს თავისი მყიდველი. თალაკვაძე აცხადებს, რომ შვეიცარულ საათებს თავიანთი კლიენტი ჰყავს და ამ მიმართულებით კლების ტენდენცია არ იგრძნობა. მისივე განცხადებით, საკმაოდ პოპულარულია ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას შექმნილი საათებიც.

 

თალაკვაძე აცხადებს, რომ „სვოჩში" და „ართთაიმში" 2008 წლამდე პიკური გაყიდვები იყო.



ქსელის მაღაზიებში ამჟამად შვეიცარიული საათების 20 ბრენდია წარმოდგენილი. საათების ღირებულება კი 100 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი დაახლოებით 35 000 ლარია.


საათების და საიუველირო მაღაზიათა ქსელ Time-ში აცხადებენ, რომ საათების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და ეს დინამიკა ეხება როგორც შვეიცარიულ, ისე სხვა ქვეყნებში წარმოებულ საათებს.


Time-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა ბრენდს თავისი სეგმენტი ჰყავს. 


მაღაზიათა ქსელში 27-მდე სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდება. მომხმარებელთა განსაკუთრებული ყურადღება კი „გუჩის", „ჰამილტონის", „მაიკლ კორსის", „კასიოს", „დონა კარანისა" და „არმანის" ნაწარმს ექცევა. პროდუქტის ღირებულება 25 ლარიდან იწყება, საშუალო ფასი კი დაახლოებით 250 ლარია.

 

შეგახსენებთ, Bloomberg-ის ინფორმაციით, პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შვეიცარიული საათების ექსპორტი შემცირდა, რაც შედარებით ხელმისაწვდომ საათებზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. შვეიცარიული საათის ინდუსტრიის ფედერაციის განცხადებით, დეკემბერში ექსპორტი 3.8%-ით არის შემცირებული. შედარებისთვის: გასულ წელს შვეიცარიულ საათის ექსპორტს 1.9%-იანი ზრდა ჰქონდა. იმ საათების რეალიზაცია, რომელთა ღირებულება 200-დან 500 ფრანკამდე მერყეობს, გასულ თვეში 15%-ით შემცირდა.

 

შვეიცარიული საათების ინდუსტრია არაერთი პრობლემის წინაშე დგას: საფონდო ბირჟების ვარდნა, ევროპაში მდიდარი აზიელი ტურისტების რაოდენობის შემცირება და შედარებით ხელმისაწვდომი Apple-ის საათის გამოჩენა ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ Apple-ის საათმა ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Montblanc და TAG Heuer, საკუთარი ელექტრონული საათების შექმნისაკენ უბიძგა.

 




„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო
access_time2021-08-03 13:00:59
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ შვედეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ერთხელ ძალიან მკაცრი და მეორე მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, შვედეთმა მინიმალური შეზღუდვების გზა არჩია. 1.5 წლიანი დაკვირვების შემდეგ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა, ის აბსოლუტურად მიუღებლიდან მისაღები გახდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კოვიდის პირველი...


მსგავსი სიახლეები

up