140 მლნ კოვიდვაქცინირებული პირი მსოფლიოში - არცერთი საქართველოში

140 მლნ კოვიდვაქცინირებული პირი მსოფლიოში - არცერთი საქართველოში

access_time2021-02-10 16:30:41

მსოფლიო მასშტაბით კოვიდვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ 10 თებერვლის მდგომარეობით 140 მლნ-ს გადააჭარბა. ეს რიცხვი ინფიცირებულთა რაოდეობას 1.3-ჯერ აღემატება. იმავე პროპორციით საქართველოში 343 ათასი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.


140 მლნ ადამიანი პლანეტის მოსახლეობის 1.8%-ს უდრის. საქართველოს მოსახლეობის 1.8% შესაბამისად 67 ათასი ადამიანია. როდის მიაღწევს ქვეყანა ამ მაჩვენებელს ესეც უცნობია.


მსოფლიო საშუალო მონაცემებს ისრაელი 36.5-ჯერ უსწრებს და ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის 65.8%-ს შეადგენს. საქართველოსთვის 65.8 პროცენტი 2.435 მლნ-ა.


21 იანვარს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტიკა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე 18 წელს გადაცილებულ პირთა 60% - 1.7 მლნ ადამიანი, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 45%  უნდა აიცრას. მიზანი თეორიულად მიღწევადია, უკეთეს შედეგზე ისარაელი 2 თვეზე ნაკლებ დროში გავიდა, მაგრამ რამდენად მოხერხდება ის რეალობაში რთული სათქმელია.


გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირთა 65% - 45 500 ადამიანი უნდა აიცრას, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციართა 60% - 1560 ადამიანი და 75 წელს გადაცილებულ პირთა 60% - 135 000 ადამიანი. მეორე ეტაპზე 65-74 წლის ასაკობრივი ჯგუფის 60% - 197 500 მოქალაქე, შემდეგ 55-64 წლის ადამიანები ბოლოს კი 18-54 წლის ასაკობრივი კატეგორიის პირები.



ვაქცინაციის ბიუჯეტი 64 მლნ-დან 158 მლნ ლარამდე მერყეობს. ასეთი დიდ შუალედს მთავრობაში სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებათა შორის სხვაობით ხსნიან.


რამდენად შესრულებადია გეგმა? 10 თებერვლის მდგომარეობით ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს ისრაელის გარდა კიდევ 5 სახელმწიფო აღწევს: არაბთა გაერთიანებული საამიროები - 44.6%, სეიშელი - 39.8%, დიდი ბრიტანეთი 18.9%, შეერთებული შტატები -12.7%, ბაჰრეინი - 11.8%. საქართველო - 0%.


უმთავრეს იმედად Covax პლატფორმა რჩება, რომელიც ღარიბი სახელმწიფოებისთვის მოსახლეობის 20%-ის საკმარის ვაქცინის მიღებას ითვალისწინებს. საქართველოსთვის ეს 740 ათასია. საიდან მოიტანს მთავრობა დაპირებული ვაქცინის დარჩენილ 960 ათასი ადამიანისთვის საკმარის დოზას? ამ კითხვაზე ჯერჯერობით დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს.


თებერვლის მეორე ნახევარში სახელმწიფო კოვაქსიდან ფაიზერის 29 250 დოზა ვაქცინას ელოდება. რადგან 1 ადამიანს 2 დოზა სჭირდება, ეს რიცხვი შუაზე უნდა გაიყოს რაც მხოლოდ 14 625-ა, დაპირებული 1.7 მლნ-ის 0.86%, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0.4%.


დეტალები ცნობილი არაა, თუმცა გაზაფხულიდან საქართველოში წესით ასტრა ზენეკას ვაქცინის უფრო დიდი ოდენობა უნდა შემოვიდეს. ეს უკანასკნელი ფაიზერთან შედარებით ცალკეული შტამების მიმართ ნაკლებად ეფექტიანია, სამხრეთ აფრიკამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. ევროპაშიც მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებულ პირებში ერიდებიან. თუმცა ეს ფაქტები მხოლოდ შედარებით დაბალეფექტიანობაზე მიუთითებს და არ ნიშნავს, რომ ვაქცინა საშიშია და კლავს.


ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოს ვაქცინის გარკვეული დოზების დათმობასთან დაკავშირებით დაახლოებით 5 ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება. უფრო ადრე ექს პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ 0.5 მლნ-იან მალტას 1 მლნ ვაქცინა მორჩა, მისივე განცხადებით კუნძულოვანი სახელმწიფო მზად იყო ვაქცინის გარკვეული რაოდენობა საქართველოსთვის დაეთმო და ამისთვის ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ოფიციალური წერილის გაგზავნა იყო საჭირო. რეალურად მალტამ მართალია უკვე აცრა მოსახლეობის 8.9% და ამ მხრივ მე-7 ადგილზე იმყოფება, მაგრამ მას არათუ მორჩა 1 მლნ ვაქცინა, თავად ითხოვს დამატებით დოზებს.


ბოლო პერიოდში ვაქცინის კომერციული გზით შემოტანის საკითხი გააქტიურდა. გამყრელიძის განცხადებით ტესტირების მსგავსად სახელმწიფო არც ამ იდეის წინააღმდეგია, თუმცა უდიდესი მწარმოებლები კომერციულ სექტორთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up