„მსოფლიო თანდათან უარს ამბობს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით სვლას გვთავაზობენ“ - დავით მირცხულავა

„მსოფლიო თანდათან უარს ამბობს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით სვლას გვთავაზობენ“ - დავით მირცხულავა

access_time2021-04-11 10:00:08

“მსოფლიო თანდათან უარს ამბობს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით სვლას გვთავაზობენ”, – ამის შესახებ დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.


“ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მოძრაობა „არა ჰესების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის წერილი, რომელიც ქვეყანას, ქართულ ენერგეტიკას თავაზობს აზერბაიჯანული “უფასო გაზით, რომელიც გვერგება“ (ეს ტრანზიტის გადასახადია და ბუნებრივია უფასო არ არის) გამოყენებით, დამატებითი თბოსადგურის(ების) მშენებლობას ჯერ 800 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზით 4 მილიარდი კვტსთ ენერგიის მიღებას,შემდეგ თანდათანობით 1,5 მილიარდი მ3 გაზის დაწვას თბოსადგურებში და ასე ქვეყნის მომავალი ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვას და შედეგად ქვეყანაში „გიგანტური“, ალბათ საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის თემის „დასრულებას“ და გადასვლას თბოგენერაციაზე.


მართლა საოცარია მთელი მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს სხვა გადასვლას აპირებს: მრავალ ქვეყანაში უკვე აქტიურ პროცესშია „მე 4 ენერგეტიკულ გადასვლა“(Energy transition), რომელიც მარტივად ნიშნავს თანდათანობით უარს წიაღისეულ საწვავზე, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას გვთავაზობენ თუ „გვაიძულებენ“ . ვთვლიდი და ვიცი (და ვიცნობ), რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს კვალიფიციური გარემოს დამცველებიც, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის რაზეც ეხლა მინდა ვისაუბრო. აი „არა ჰესების „ ექსპერტებმა და მხარდამჭერებმა კი ეჭვი მეპარება, რომ ეს იცოდენ…


ვფიქრობ მეტ ნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის და რა თქმა უნდა კვალიფიციურმა გარემოს დამცველა ,რომ ორ წელიწადზე ნაკლებში, 2023 წლიდან ევროკავშირს შემოაქვს იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ნახშირბადური გადასახადი(ნახშირბადური კვალი).


ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით,რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი. აღსანიშნავია, რომ ეს გადასახადი არ შევა კონკრეტული ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ გადაირიცხება სპეციალურ გლობალურ ფონდში და მისი გაახარჯვა მოხდება სპეციალური კლიმატურ პროგრამებზე. ბუნებრივია შემოღებული გადასახადი ძალიან გაზრდის ნებისმიერი პროდუქციის თვთღირებულებას და როგორც უწოდებენ „ჭუჭყიანი“ ელექტროენერგიის საშუალებით დამზადებული პროდუქცია იქნება გაცილებით ძვირი და მას ძალაინ გაუჭირდება და საერთოდ შეუძლებელი გახდება ბაზარზე კონკურენცია. ეს გადასახადი შეეხება ნებისმიერ პროდუქტს არის ეს ტანსაცმელი, ქიმიური პროდუქცია ,ფეროშენადნობი,აზოტოვანი სასუქი თუ ფოლადი და ასე შემდეგ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი მაღალი “ნახშირბადის კვალით”, მაგალითად, ნავთობის, გაზის, ლითონების, ცემენტის, სასუქის და ა.შ. მათთვის განისაზღვრული იქნება სათბური გაზის ემისიების ლიმიტი , ევროკავშირის სტანდარტებით.



თუ ისინი გადააჭარბებენ ამ ლიმიტებს, ექსპორტიორი აუცილებლად გადაიხდის გადასახადს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს გლობალური ბაზრების გადახედვას, ქვეყნები ვისაც ამის შესაძლებლობები აქვთ დაიწყეს (დაიწყებენ) სწორედ ”სუფთა მწვანე ენერგიით“ დამზადებული პროდუქციით, ახალი ნიშის ძებნას ამ ბაზრებზე.უამრავი ქარხანა და მისი მფლობელი მსოფლიოში შეეცდება და უკვე ცდილობს შეარჩიოს თავისი წარმოებისათვის ისეთი ადგილმდებარეობა სადაც ექნება განახლებად ენერგიით მიღებულ ელექტროენერგიაზე წვდომა და ეს პროცესი უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს (ჩვენ კი ჰესების მაგიერ, “გარემოს დამცველები“ დიდ მასშტაბურ თბოსადგურებს გვთავაზობენ!!!,).


რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი,რუსეთი,სომხეთი) საქართველოში დამზადებულ ,შექმნილ პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის,ნახშირის გენერაციაზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა, დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან შედარებით მაქსიმალურად გამოიყენეოს ეს წინაპირობები, რადგან ჩვენი გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე ჰიდროსადგურებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე.


ნახშირბადური გადასახადის შემოღებით გაჩენილი ახალი რეალობის გათვალისწინებით და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მდგრადი განვითრების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას,სიღარიბის დაძლევას , საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გაუსვა: ენერგეტიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა დღეს არის, არა ეკონომიკური მიმზიდველობა ენერგიის წყაროების არამედ ახალი უმნიშვნელოვანრესი ფაქტორი „ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან“.


აქ მინდა როგორც ყოველთვის , მაგალითიც მოვიყვანო( თუმცა ჩვენთნ სხვის მაგალითზე ნაკლებად სწავლობენ, სხვის მაგალითზე კი არა საკუთარ შეცდომას უამრავჯერ ვიმეორებთ,მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა მაგალითის მოყვანა შედეგს მოიტანს) და რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნორვეგიაზე ,ქვეყანაზე ,რომელსაც უდიდესი მარაგები აქვს ნავთობის ,ბუნებრივი გაზის და მაქსიმალურად ცდილობს ეს რესურსი ქვეყნის შიგნით მინიმალურად გამოიყენს და მისი მთელი ენერგიის გენერაცია განახლებადი ენერგიის წყაროებს უკავშირდება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჰიდროენერგეტიკას.ნორვეგიაში გენერირებული 149 მილიარდი კვტსთ დან 143მილიარდი კვტსთ მოდის ჰიდროენერგეტიკაზე ( ჩვენი ჰიდროს 9 მილიარდი კვტსთ ძალიან მორიდებულად გამოიყურება) ,2,1 მილიარდი კვტსთ ქარზე ,0,2კვტსთ გეოთერმიაზე.


ამ ბოლო დროს სწორედ ნახშირბადური გადასახადი შემოღებასთან დაკავშირებით , ნორვეგიაში ხაზს უსვავენ ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთ უპირატესობას – მის კლიმატურ ნეიტრალურობას.ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი ჰიდროელექტრო სადგურების როლი 21 ე საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გეგმები ეტაპობრივად უარი თქვან წიაღისეული ენერგიის გამოყენებაზე ელექტროენერგიის მისაღებად, გაცილებით უზრდის პერსპექტივებს ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკას რეგიონში. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება ნორვეგიის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალის გამოყენების წილი. ჰიდროგენერაციის ზრდა კი ხელს უწყობს ეკონომიკის მასთან დაკავშირებულ სექტორებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”, – წერს დავით მირცხულავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up