მსოფლიო სპორტული ბრენდები ქალი მომხმარებლებისთვის „ბრძოლას“ იწყებენ

მსოფლიო სპორტული ბრენდები ქალი მომხმარებლებისთვის „ბრძოლას“ იწყებენ

person access_time2016-03-03 14:00:21

Adidas ქალი მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს და Nike-თან კონკურენციას ამძაფრებს. ამის შესახებ Bloomberg–ი წერს და ერთერთი ქალი მომხმარებლის მორგან ბრილის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ადიდასის სპორტულ ფეხსაცმელს  cross-trainers-ს უკვე მესამე წელია იყენებს. თუმცა, ნახევარ-მარათონისასთვის (21კმ) მოსამზადებლად იგი სხვა ბრენდს აირჩევს.


„მათ მარათონისათვის მოსამზადებლად ფართო არჩევანი არ აქვთ. Adidas-ის სამზოლიანი სიმბოლო Nike-ვით პრესტიჟული არ არის და ვფიქრობ, მათი მარკეტინგი კარგად არ მუშაობს,“ – განაცხადა ბრილმა.

 

Adidas-ი, რომლის ისტორია გერმანიაში 20-იანი წლებიდან იწყება, ბრილის მსგავსი მდედრობითი სქესის უარყოფითად განწყობილი მომხმარებლის აზრის შეცვლასა და Nike-თან კონკურენციის გამძაფრებას აპირებს. Euromonitor International-ს მიხედვით, ქალების სპორტული ფეხსაცმელი Nike-ის $176 მილიარდის ღირებულების გლობალური ბაზრის 5.7%-ს შეადგენს, რაც Adidas-ის მონაცემზე ორჯერ მეტია.


 

Adidas-მა გასულ წელს ქალთა პროდუქციის ხელმძღვანელად ნიკოლ ვოლებრეტი დანიშნა. მას შემდეგ მარკეტინგი მიზანმიმართულად მუშაობს: ქმნის ქალებზე გათვლილ რეკლამას და მას ოსკარის 2016 წლის დაჯილდოების ცერემონიალის დროს უშვებს (ცნობილია, რომ დაჯილდოების მაყურებლების 60%-ს ქალები შეადგენენ). Adidas-ის მთავარი მიზანია, სპორტსმენებმა, მოყვარულმა მორბენალებმა და სავარჯიშო დარბაზებში მყოფმა ქალებმა, რომლებსაც სურთ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, Adidas-ი აირჩიონ. ვოლებრეტის მთავარი სამიზნე ყოფილი სპორტსტმენი ქალები არიან.

 

უკანასკნელ ხანებში Adidas-ი უფრო მეტ სპორტულ ფეხსაცმელს, ჟაკეტებსა და სხვა სპორტულ აღჭურვილობას აწარმოებს. თუმცა აღსანიშნავია მთავარი გამოწვევა: Puma და Nike ამ მხრივ ასევე აქტიურად მუშაობენ. 2020 წლისთვის ნომერი 1 სპორტული ბრენდი, Nike-ი ქალების პროდუქციის გაყიდვების გაზრდას $11 მილიარდამდე აპირებს. 

 

„ათი წლის წინ ქალების სპორტული ფეხსაცმელი არც ისე მოდურად ითვლებოდა. თუმცა ახლა ეს ისევე სახალისოა, როგორც მოდურად ჩასაცმელად შოპინგზე წასვლა,“ – განაცხადა Puma-ს  სტრატეგიების დირექტორმა ნინა გრაფ-ვლაჩიმ. აღსანიშნავია, რომ Puma-ს ქალების პროდუქციის გაყიდვები აშშ-ში 40%-ით გაიზარდა.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up