მსოფლიო სიმდიდრე ისტორიულ მაქსიმუმზეა - ლიდერი ჩინეთია

მსოფლიო სიმდიდრე ისტორიულ მაქსიმუმზეა - ლიდერი ჩინეთია

access_time2021-11-28 19:30:41

McKinsey Global Institute-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოს წმინდა ქონება 2000-დან 2020 წლამდე სამჯერ გაიზარდა. კვლევა აჩვენებს, რომ ზრდა ძირითადად უძრავი აქტივების, განსაკუთრებით უძრავ ქონების ღირებულების ზრდას ასახავს.

გლობალური აქტივები 2000 წლის $440 ტრილიონიდან 2020 წელს 1,540 ტრილიონამდე გაიზარდა, წმინდა ქონება $160 ტრილიონიდან $510 ტრილიონამდე. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წმინდა ქონება 2020 წელს $66,000-ს შეადგენდა, თუმცა დიდი განსხვავებაა ეკონომიკებს შორის. McKinsey-ის კვლევის მონაწილე ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წმინდა ქონება მექსიკის $46,000-დან ავსტრალიის $351,000-მდე მერყეობს. 

ჩინეთი მსოფლიოში წმინდა სიმდიდრით პირველ ადგილზეა და აშშ-ს უსწრებს. McKinsey-ის მიერ აღებულ ათ ქვეყანას შორის, 2000 წლიდან 2020 წლამდე, ჩინეთზე წმინდა ღირებულების ზრდის 50% მოდის. მას მოჰყვება შეერთებული შტატები 22%-ით. იაპონია, რომელსაც 2000 წელს ათი ეკონომიკის სიმდიდრის ზრდის 31% ეკავა, 2020 მხოლოდ 11%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 2020 წელს გლობალური წმინდა ქონების 46%-ს შეადგენდა. სხვა ძირითადი აქტივები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მანქანები და აღჭურვილობა, არამატერიალური რესურსები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, გლობალური წმინდა ქონების მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. რაც შეეხება დანაზოგებსა და ინვესტიციებს, მათზე წმინდა ქონების ზრდის მხოლოდ 28% მოდის.


McKinsey-ის მიხედვით, წმინდა ქონების ზრდა 2000 წლიდან 2020 წლამდე თითქმის მთლიანად შინამეურნეობის სექტორში კაპიტალისა და უძრავი ქონების მზარდი შეფასების შედეგად მოხდა.

კვლევის მიხედვით, მშპ-ზე სწრაფად გაიზარდა ფინანსური აქტივები და ვალდებულებები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წმინდა ინვესტიციებს. 2000-დან 2020 წლამდე ახალ ინვესტიციებში ჩადებული ყოველი $1-ზე $4-ის მთლიანი ვალდებულებები მოდის.


წყარო: "ბიზნეს ფორმულა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up