მსოფლიო შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

მსოფლიო შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

access_time2021-04-30 18:30:00

Tropical Race 4 (TR4) ნიადიაგის სოკოს დაავადება, რომელიც ყველაზე გაყიდვად Cavendish-ის ჯიშის ბანანს სრული განადგურებით ემუქრება, უკვე ვენესუელაშიც გამოჩნდა. ამის შესახებ გავლენიანი პორტალი Americanfruit და ადგილობრივი მედია იუწყება. მართალია, ვენესუელას ხელისუფლებას ეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებეული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ბანანის პლანტაციებზე სავალალო მდგომარეობაა.


East-fruit-ის ინფორმაციით, ვენესუელაში TR4 შტამის გაჩენით ბანანის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყნის, ეკვადორის ირგვლის წრე შეიკრა. ვენესუელამდე TR4 ჯერ კოლუმბიასა და ჰონდურასში გაჩნდა, სადაც ბანანის პლანტაციები დაიკეტა კიდეც, მიმდინარე თვეში კი სოკოს ამ დაავადების არსებობა ეკვადორის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში, პერუში დაადასტურეს. თავად ეკვადორში ნიადაგის სოკოს დაავადების კერების გაჩენაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, არ გავრცელებულა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 6,5 მლნ ტონა ბანანის ექსპორტს ეწევა.


ეკვადორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბანანის უმსხვილესი მიმწოდებელია. პანდემიის გამო 2020 წელს ეკვადორის ეკონომიკა 8%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას წინ უსწრებდა 2019 წლის სოციალური გამოსვლები, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყნის დედაქალაქი სხვაგან გადაეტანა. ამას თან დაერთო შარშან, სექტემბერში მომხდარი, შემდეგ კი გასულ თვეში გამეორებული სანგაის ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც ეკვადორული ბანანის ხარისხსა და მის ექსპორტს სერიოზული დარტყმა მიაყენა. სწორედ ამიტომ ბანანი, შარშანდელ ფასებთან შედარებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაძვირებულია.


TR4 სოკოს აგრესიული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება. მისი მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა. აღსანიშნავია, რომ ხილის ხელახლა მოსაყვანად დაავადებული ფართობის გამოყენება 30-40 წლის განმავლობაში არ შეიძლება. ექსპერტების შეფასებით, Tropical Race 4 ნიადაგის სოკოს გავრცელებამ შესაძლოა, გენმოდიფიცირებული ბანანის დაჩქარებულად გამოყვანა და დანერგვა აუცილებელი გახადოს, რადგან პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვების გარეშე დარჩება. ბანანი მცირე და ულტრამცირე მოხმარების ქვეყნებშიც კი ყველაზე გაყიდვადი ხილია. ბანანის მოშენება ტრადიციული სელექციით არ ხდება, რადგან ის ტრიპლოიდურ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება და თესლს არ იძლევა, გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის შემუშავებას კი დრო სჭირდება. თუმცა აპრილის დასაწყისში გერმანული გაზეთი Die Welt წერდა, რომ ავსტრალიელმა ბიოტექნოლოგმა ჯეიმს დეილმა Cavendish-ის ბანანის გენმოდიფიცირებული სახეობა შექმნა, რომელიც TR4 სოკოზე არ რეაგირებს და დაავადების საფრთხე არ ემუქრება.



Tropical Race 4 თავიდან აზიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში გავრცელდა. 2016 წელს აფრიკასა და პაკისტანში გაჩნდა, ხოლო 2019 წლიდან უკვე სამხრეთ ამერიკაშია. ამის ყველას ეშინოდა, რადგან სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ვაჭრობისთვის ბანანის მოსავლის მთავარი რეგიონია.


აღსანიშნავია, რომ 1960-იან წლებში მსოფლიო ბაზარი Gros Michel-ის ჯიშის ბანანს ეკავა, რომელიც Cavendish-ის ჯიშს გაცილებით სჯობდა. ის უფრო დიდი, ტკბილი და არომატული იყო. თუმცა შემდგომში Gros Michel-ბანანი TR1 სოკომ მოსპო, რომელიც TR4 სოკოს დაავადების ახლო ნათესავია. დღეისთვის Gros Michel-ის ჯიშის ბანანი თითქმის აღარ არსებობს.


Cavendish-ის ბანანზე მსოფლიო გაყიდვების 95% მოდის. აზიის, აფრიკისა და ამერიკის ეკვატორული ქვეყნებიდან ექსპორტზე ბანანის მსოფლიო მოსავლის 15% გადის. ბანანის მსოფლიო მოსავალი ყოველწლიურად, დაახლოებით, 114 მლნ ტონაა. მსოფლიო ვაჭრობაში ბანანის წილი 30 მილიარდზე მეტ ევროდ არის შეფასებული.


BPN.GE


თეგები:
ბანანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up