მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები  FAO-ს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები FAO-ს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

access_time2019-11-22 23:30:46

21-22 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისის (რომი) ორგანიზებით, თბილისში, რეგიონული სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გამჭვირვალობის მოთხოვნები სოფლის მეურნეობასა და თევზის მრეწველობაში“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. ღონისძიებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წარმომადგენელი დივაკარ დიქსიტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები აჰმად მუხტარი, მარსიო კასტრო დე სოზა და ირინა კობუტა უძღვებოდნენ.



სამუშაო შეხვედრაზე, დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ის ახალი წესები, მიდგომები და ინსტრუმენტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და თევზის მრეწველობის სუბსიდირების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება.




შეხვედრაში მონაწილეობდნენ WTO-ს წევრი ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, უკრაინა) და WTO-ს წევრობის კანდიდატი ქვეყნების (ბელორუსია და უზბეკეთი), WTO ნოტიფიკაციის ეროვნული უწყებების და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და თევზის მრეწველობის რეგულირების სფეროში ნოტიფიკაციების მომზადებაში.



შეხვედრა გაიმართა FAO-ს რეგიონული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და საბაზრო ინტეგრაციის გაუმჯობესებას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას, ასევე გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.






გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up