მაკდონალდსის კორპორაციამ პრესტიჟული ჯილდო საქართველოს მაკდონალდსის ფილიალის დირექტორს გადასცა

მაკდონალდსის კორპორაციამ პრესტიჟული ჯილდო საქართველოს მაკდონალდსის ფილიალის დირექტორს გადასცა

access_time2020-11-20 12:50:21

მსოფლიო სარესტორნო ინდუსტრიაში საქართველომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მაკდონალდსის კორპორაციამ დაასახელა მსოფლიოს მასშტაბით სარესტორნო ქსელების გამარჯვებული მენეჯერები და მათ პრესტიჟული ჯილდო - Ray Kroc Awards (რეი კროკის ჯილდო) გადასცა. აღნიშნული ჯილდო მაკდონალდისის რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. მაკდონალდსის ფილოსოფია დირექტორების წახალისება და ბიზნესში მათი როლის ხაზგასმაა. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით მაკდონალდსის  36,000-ზე მეტი რესტორნის მენეჯერების მხოლოდ 1%-ს შეადგენენ.   




რეი კროკის ჯილდოს მფლობელები, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, მაკდონალდსის ქართველი დირექტორები ხდებიან. წელს, მსოფლიოს მასშტაბით დასახელებულ 360 გამარჯვებულს შორის,  თბილისის მაკდონალდსის, ვაკის ფილიალის დირექტორი, 28  წლის ბესო მეფარიძე მოხვდა.


ბესო მეფარიძე: „ეს ჯილდო არის იმ შრომის აღიარება, რაც როგორც საკუთარი თავის პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის, ასევე კომპანიის წინსვლისთვის მაქვს გაწეული. ეს არის ჩემთვის უდიდესი მოტივაცია, არ გავჩერდე და უკეთეს შედეგებს მივაღწიო.


ბესომ მაკდონალდსში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. პირველი კურსის სტუდენტს სწავლისა და დასაქმების შეთავსება სურდა და ამის პირობები შრომით ბაზარზე მაკდონალდსმა შესთავაზა: „მაშინ ჯერ მხოლოდ 3 ფილიალი იყო და ერთ-ერთში მოვიკითხე ვაკანსია. ძალიან მალევე დავსაქმდი,  როგორც გუნდის რიგით წევრად. 3 თვეში ინსტრუქტორის პოზიციაზე გადამიყვანეს - ახალბედა თანამშრომლებს ვასწავლიდი მაკდონალდსში მუშაობის პრინციპებს, მომდევნო 6 თვეში უკვე სადგურის მენეჯერი გავხდი. ჩემი სამსახურეობრივ პოზიციებზე დაწინაურება სწრაფად ხდებოდა - ბოლო რამდენიმე წელში, რიგითი თანამშრომლიდან ფილიალის მენეჯერის ასისტენტობამდე მივაღწიე. დღეს კი, ვაკის ფილიალის დირექტორი ვარ და 80-მდე თანამშრომელს ვკურირებ.“





მაკდონალდსი ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.  ასევე, ინტენსიური ტრენინგებისა და ცოდნის გადაცემის გზით, ეხმარება თითოეულ დასაქმებულს, შეიძინონ თანამედროვე სამუშაო სივრცეში ყოველდღიური მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც მათ კარიერულ ზრდასა და წინსვლაში დაეხმარება.


„მაკდონალდსში სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა მივედი და ახლა, 28 წლის ასაკში, საერთაშორისო დონის მენეჯერის ცოდნა და უნარები მაქვს. გარდა პროფესიული ცოდნისა, პიროვნული ზრდის ყველანაირი შესაძლებლობა მომეცა და თუ დღეს შემდგარი და რეალიზებული ადამიანი ვარ, ეს არის დამსახურება იმ კომპანიის, რომლებსაც თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები აქვს და ასევე იმ ადამიანების, ვის გარმოცვაშიც ეს წლები გავატარე”,- გვიყვება ბესო.


აღსანიშნავია, რომ  რეი კროკის ჯილდო 2018 წელს იმ დროისათვის მაკდონალდსის გლდანის ფილიალის ახლა კი დიღმის ფილიალის დირექტორმა, სალომე კალაძემ მოიპოვა:




„მაკდონალდსის ძირითადი მოტივია, თანაბრად იზრუნოს ყველა თანამშრომლის განვითარებაზე“, - აღნიშნავს სალომე. “მაკდონალდსის კორპორაციის თითოეულ თანამშრომელს აქვს კარიერულ კიბეზე დაწინაურების შესაძლებლობა. კომპანია მუდმივად ზრუნავს, რომ თითოეულ დასაქმებულს ქონდეს სიახლის სწავლისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა და სხვადასხვა ტიპის წახალისება. ასევე მოქნილი სამუშაო განრიგი, რაც ხელს უწყობს თანამშრომლის სწავლის, პირადი ცხოვრებისა  და დასაქმების შეთავსებას.“


რეი კროკის სახელობითი ჯილდო 1994 წელს დაფუძნდა. ყოველწლიურად, Global Ray Kroc Awards აღნიშნავს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების მენეჯერების ათეულებში დაჯილდოების ცერემონიას. როგორც აღინიშნა, ჯილდოს მიზანია აღიაროს მაკდონალდსის დირექტორების როლი მომხმარებლებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდების, სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებისა და დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნისა და განვითარების კუთხით.



R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up