მსოფლიო საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

მსოფლიო საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

access_time2017-03-29 10:27:02

28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები.

 

 

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ვიდეო მიმართვით მიულოცა. „ძვირფასო მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველები იწყებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. ყოველივე ეს ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ, რეგიონისთვის სამაგალითოა. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით", - აღნიშნულია მიმართვაში.

 

 


დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ასევე მიულოცა Twitter-ის ოფიციალური გვერდიდან: „ევროპისაკენ ქართველი ხალხისთვის გზა ხსნილია! საქართველო, კეთილი მგზავრობა! გილოცავთ!".

 

 


ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის ამოქმედება სოციალური ქსელებით მიულოცა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. მისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია: „გილოცავ, საქართველო, ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას! ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებას!".

 

 


ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს მოსახლეობას ასევე ულოცავს ვიდეო მიმართვით: „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ეს დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ნადვილად დამსახურებულია. დღეიდან ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საქართველოს ევროპაში და მეტ ევროპას საქართველოში. საქართველო არის ევროპა."

 

 


„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დღეიდან ამოქმედდა! მოხარული ვარ ეს დღე მივულოცო ქართველ ხალხს!", - აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის Twitter-ზე.


 

 


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო უალსტრომი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს - „გილოცავ, საქართველო, შენგენის ზონაში დღეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. მეტ კონტაქტს მოაქვს ურთიერთობების გაღრმავება. გილოცავთ საქართველოს!".

 

 


ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს და მის მოქალაქეებს ულოცავს სავიზო რეჟიმის გაუქმებას - „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას დღეს. დატკბით ევროპით!".

 

 


საქართველოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას twitter-ზე ეხმაურება ევროპარლამენტარი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელიც.

 

 


"ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეიდან შეუძლიათ ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობა" - წერს გაბრიელი.

 

 


სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების მეშვეობით საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავენ ევროპის კომისია და ევროკავშირის საბჭო, ესტონეთის, ლატვიის, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, უკრაინის უმაღლესი რადა, ლიტვის სეიმი და ევროპარლამენტარები.

 

 


28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

 

 


უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 



24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up