მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ მაღალი რანგის ფორუმი გამართა

მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ მაღალი რანგის ფორუმი გამართა

access_time2020-02-19 11:14:20

მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ, შვეიცარიის ქალაქ ბერნში, მაღალი რანგის ფორუმი გამართა, რომლის დროსაც ჩატარდა პანელური დისკუსიები UPU-ს გაფართოების მიზნით, რაც გულისხმობს საფოსტო დარგის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.


რიგ ქვეყნებში საფოსტო დარგის ლიბერალიზაციამ, პრივატიზაციის მაკრო ტენდენციებმა და ელექტრონული კომერციის თანმდევმა ზრდამ ტრადიციული საფოსტო სექტორის საზღვრები მთლიანად გარდაქმნა, ამასთანავე კერძო მოთამაშეების მონაწილეობამ გაზარდა კონკურენცია, ხოლო დიგიტალიზაციამ განსაზღვრა ფუნდამენტური ძვრები საფოსტო ბაზრის ყველა სეგმენტში.


მიუხედავად ამ სტრუქტურული ცვლილებებისა, დაინტერესებული მხარეები საფოსტო სექტორიდან სრულად არ არიან წარმოდგენილნი UPU-ში, ამით ორგანიზაცია პოტენციურად ზღუდავს მისი უნივერსალური ხასიათის შენარჩუნებას. ეს კი ეწინააღმდეგება გაეროს სისტემაში სხვა დარგობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ტრანსფორმაციებს, რომლებმაც მოახდინეს გაფართოება მათ დარგობრივ წარმომადგენლობებში კერძო მხარეების დაშვებით.


აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან, ასევე სამოქალაქო გაერთიანებების წარმომადგენლები, დასკვნით პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა გახლდათ ერთადერთი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში და წარმოადგენდა ეროვნული ოპერატორების ინტერესებს.


„ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საფოსტო დარგის კერძო წარმომადგენლებთან და თუ მსგავსი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება გლობალური მასშტაბით, ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ეროვნული ოპერატორებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. მსგავსი თანამშრომლობით შესაძლოა შეიქმნას ახალი სერვისები, დაიხვეწოს და განვითარდეს საფოსტო პროდუქტები, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე. ამასთან რეფორმის განხორციელებისას, UPU-მ უნდა იხელმძღვანელოს წარსული გამოცდილებით და არ დაუშვას საფოსტო დარგის ლიბერალიზაციის დროს დაშვებული შეცდომების განმეორება, კერძოდ ცნობილი პროცესი „Cherry Picking“, კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.



ფორუმის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის პანელის ფარგლებში განხილულ საკითხებს და UPU-ს 27-ე კონგრესზე წარადგენს სამუშაო გეგმის სახით.


მსოფლიო საფოსტო კავშირი UPU გახლავთ, უნივერსალური საფოსტო კავშირი, რომელიც 1874 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 192 ქვეყნის ეროვნულ საფოსტო ოპერატორს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა და დაარსების დღიდან ემსახურება უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპების დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული მოქალაქის უფლება შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up