მსოფლიო მწვანე არქიტექტურაზე გადადის

მსოფლიო მწვანე არქიტექტურაზე გადადის

access_time2021-09-26 17:00:05

წარმოიდგინეთ, მრავალსართულიანი ოფისები, საცხოვრებელი სახლები, სადაც აივნები დაფარულია ფოთლოვანი ხეებით, სურნელოვანი ბალახებითა და ბუნებრივი ბუჩქებით, რომლის ტოტებიც დღითიდღე იზრდება და მის გარშემო ყველაფერი სუფთა ჰაერით გაჟღენთილია. ეს ალბათ წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა არქიტექტორმა სტეფანო ბოიერიმ ეს რეალობად აქცია და მსგავსი ვერტიკალური ტყეების ნახვა უკვე არაერთ ქალაქშია შესაძლებელი, მათ შორის, პარიზში, მილანში, შანხაიში, აინდჰოვენში, ტირანაში.

 

,,ვერტიკალური ტყეები იტალიელი არქიტექტორის, სტეფანო ბოიერის და მასთან ერთად სხვა არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული და დედაქალაქებში ტყის მასივების აღდგენას ემსახურება. ეს არის მისი ყველაზე ეფექტიანი გზა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ურბანულ პირობებში. მისი დახმარებით, ბუნების რეგენერაცია და ურბანული ბიომრავალფეროვნების მიღწევა ქალაქის ტერიტორიის ვრცელ ფართობზე განაშენიანების გარეშე ხდება. მწვანე ცათამბჯენები ხელს უწყობს ჟანგბადის წარმოქმნას, მტვრის ნაწილაკებისა და CO2-ის შესრუტვას, ზრდის ბიომრავალფეროვნებას. ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანი შენობების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანაა.


ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე ქალაქებისთვის დაფინანსებას ზრდის. თანხის მოცულობა დაგეგმილი 1 მლრდ ევროდან 2023 წლის ბოლოსთვის 1.9 მლრდ ევრომდე გაიზრდება. EBRD-ის მწვანე ქალაქების კომპაქტში 49 ქალაქი მოიზარება, მათ შორის თბილისიც, რომელიც კომპაქტს 2016 წელს შეუერთდა. კომპაქტის მიზანია დაეხმაროს ქალაქებს ურბანული გამოწვევების მიგნებასა და მათთან გამკლავებაში. ინვესტიციები მოიცავს შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, მწვანე ურბანული მობილობის მხარდაჭერას, ნარჩენების მართვას და ქალაქის სერვისების დიჯიტალიზაციას.


მწვანე არქიტექტურის ნიმუშები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ნახეთ ფოტოკოლაჟში:


ნიდერლანდები, ქალაქი აინდჰოვენი



საფრანგეთი, პარიზი



ჩინეთი, ქალაქი ლიუჟოუ.


ჩინეთი, შანხაი.


იტალია, მილანი.


ალბანეთი, ტირანა.





წყარო: npg.ge  და  ბიზნესპარტნიორი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up