მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი 7 სახელმწიფოში ცხოვრობს

მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი 7 სახელმწიფოში ცხოვრობს

access_time2021-01-16 17:00:07

2021 წლის დამდეგისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 7.835 მლრდ-ს მიაღწია პირველ ადგილზე 1.442 მლრდ-ით ისევ ჩინეთია, თუმცა მას ინდოეთი სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუ 2020 წელს ჩინეთის მოსახლეობა 5.5 მლნ-ით გაიზარდა, ინდოეთში მატება 2.4-ჯერ მეტი - 13.6 მლნ იყო რის შემდეგაც მოსახლეობა 1.387 მლრდ-მდე გაიზარდა.


ჩინეთში შობადობის კოეფიციენტი 1.7-ს შეადგენს, ინდოეთში 2.2-ს, გარდა ამისა, ჩინეთში მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია, ინდოეთში 10 წლით ნაკლები - 28 წელი. მოსახლეობის რაოდენობის სხვაობა ამ ქვეყნებს შორის ამჟამად 55 მლნ-ს შეადგენს. 2026-2027 წლებში ინდოეთი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.


1979-2015 წლებში ჩინეთში „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ მოქმედებდა. პეკინსი ფიქრობენ, რომ ამ პროგრამით 36 წლის მანზილზე დაახლოებით 400 მლნ ბავში არ დაიბადა და რომ არა ეს პროგრამა ახლა ჩინეთის მოსახლეობა 1.8 მლრდ-ზე მეტი იქნებოდა და ინდოეთს უახლოეს მომავალში დაწევის შანსს დაუკარგავდა. თავის მხრივ ინდოეთს დამოუკიდებლობის მოპოვებისას 1947 წელს პაკისტანი რომ შეენარჩუნებინა, ახლა მისი მოსახლეობა 388 მლნ-ით მეტი - 1.775 მლნ იქნებოდა. ამჟამად საკუთრივ პაკისტანში 223 მლნ ადამიანი ცხოვრობს და მე-5 ადგილზეა, ხოლო ბანგლადეშში, რომელიც პაკისტანს 1971 წელს გამოეყო - 165 მლნ და მე-8 ადგილზეა. საგულისხმოა, რომ ბანგლადეში ტერიტორიით საქართველოზე მხოლოდ 2-ჯერ დიდია და თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ქალაქ-სახელმწიფოს მოსახლეობის სიმჭიდროვით - 1265 კაცი კვადრატულ კილომეტრზე მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება.


332 მლნ-ით მესამე ადგილზე შეერთებული შტატებია, რომელიც ძირითადად მიგრანტების ხარჯზე იზრდება. პანდემიის პერიოდშიც კი მიგრანტთა რაოდენობა 955 ათასით გაიზარდა.



275 მლნ-ით მეოთხე ადგილს ინდონეზია იკავებს, 223 მლნ-ით მეხუთე ადგილზე პაკისტანია. Worldometers-ისცნობითმოსახლეობა 100 მლნ-ს მათ გარდა კიდევ 9 სახელმწიფოში აღემატება. ჯამში ამ 14 სახელმწიფოში 4.970 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის - 63.4%.მათგან პირველ 7 სახელმწიფოში 4.072 მლრდ - მსოფლიო მოსახლეობის 52%.

მოსახლეობა ყველაზე სწრაფად ღარიბ ქვეყნებში იზრდება, ისეთები როგორებიცაა: ნიგერი, უგანდა, ბურუნდი, მალი, ჩადი... ამ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა წლის განმავლობაში 3%-ით ან მეტით გაიზარდა. 3%-იანი ზრდაც კი 24 წელიწადში მოსახლეობის გაორმაგებას ნიშნავს. ამ ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი 5.0-ს აღემატება, სომალსა და ნიგერში საერთოდ 6.0-ს. სამხრეთ კორეაში, მაკოში, სინგაპურსა და ტაივანსი ეს მაჩვენებელი 1.3-ზე ნაკლებია.


იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, 10, 20 და 30 წელიწადსი დემოგრაფიული სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვლება. 2050 წლისთვის ნიგერია აშშ-საც გაასწრებს და 400 მლნ-ით მესამე ადგილს დაიკავებს. მეთორმეტიდან მერვე ადგილზე გადაინაცვლებს ეთიოპია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კი, სადაც დღეს მოსახლეობა 90 მლნ-ს შეადგენს 2050 წლისთვის 194 მლნ-მდე გაიზრდება და რუსეთს 60 მლნ-ით გადაასწრებს.


გიორგი ელიზბარაშვილი

 


თეგები:
მოსახლეობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up