„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019 - „მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, „კორუფციის კონტროლით“ კი ევროპის საუკეთესო 20-ეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019 - „მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, „კორუფციის კონტროლით“ კი ევროპის საუკეთესო 20-ეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა

access_time2020-09-29 11:35:47

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019 - „მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, „კორუფციის კონტროლით“ კი ევროპის საუკეთესო 20-ეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა

საყურადღებოა მსოფლიო ბანკის კვლევა  „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“  რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს უყრის თავს.  კვლევა ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.

 

2020 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის:

 

„კორუფციის კონტროლის“ მიხედვით  საქართველო მსოფლოში არის 41 -ე ადგილზე,  ევროპაში კი 19-ე ადგილზე საუკეთესო ოცეულში. აღსანიშნავია, რომ ამ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა ესპანეთი,  იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი. 

კორუფციის კონტროლი - ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას.

კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.

 


 „რეგულირების ხარისხის“ მიხედვით  საქართველო მსოფლოში არის 27 ადგილზე,  ევროპაში კი 19-ე ადგილზე საუკეთესო ოცეულში.

რეგულირების ხარისხი - ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

 

 „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით  საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94%-ი მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლოში არის 37 -ე ადგილზე,  ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე და უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს,  საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.

 

საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს. აღნიშნული ანგარიშის და რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში,  სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში და ა.შ. კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

 

2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველო კანონის უზენაესობით ჩამორჩებოდა ყველა განვითარებულ ქვეყანას, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კი უსწრებდა მხოლოდ ალბანეთს.

საქართველოში „კანონის უზენაესობა“ შეფასდა მსოფლიოს 11 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საფრანგეთის მთავრობა, გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ამერიკული ორგანიზაცია გლობალ ინსაიდი, ორგანიზაცია ფრიდომ  ჰაუსი,  ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), დემოკრატიის კვლევითი პროექტი VDEM (გოტენბურგისა და როტერდამის უნივერსიტეტები), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი -კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ) . 

 

კანონის უზენაესობა - ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატივისცემა.

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up