„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ მიდის, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი“

„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ მიდის, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი“

access_time2020-03-12 15:24:14

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ მიდის, რაც საბოლოოდ უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ვირუსი.


უკვე შემცირდა ტურიზმი, გადაზიდვები და მომსახურების სხვადასხვა სფეროები. თუმცა, კომპანიების აქციებზე ფასის დაგდება (რაც კრიზისს უწყობს ხელს) ყველაზე მეტად ნავთობის გაიაფებამ განაპირობა.


აქ არის საინტერესო მომენტი: ფასი არამარტო ვირუსის გავლენით გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო დავარდა, რუსეთმა ჩათვალა, რომ ეხლა კარგი დროა გავლენების ზრდისთვის და ნავთობის მოპოვების შემცირების ნაცვლად გაზრდა გადაწყვიტა.


ამით განაწყენებულმა საუდის არაბეთმა რუსეთს ფასების ომი გამოუცხადა და აპრილიდან ნავთობის დღიური მოპოვების 2.5 მლნ ბარელით ზრდა დააანონსა, ცალკე ემირატებმა დააანონსეს დღეში 1 მლნ ბარელით მეტი. რუსეთი აპირებ 0.5 მლნ ბარელით გაზარდოს. ჯამში 4 მლნ-მდე გამოდის. ეს იმ ფონზე, როცა ვირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა იკლებს და ფასების სტაბილურობისთვის მიწოდება უნდა შეემცირებინათ.



მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვება უფრო იაფი უჯდება, ვიდრე რუსეთს, მეტად არიან დამოკიდებული ნავთობიდან შემოსავალზე (ბიუჯეტის 65%), ვიდრე რუსეთი (ბიუჯეტის 37%).ჯერჯერობით რუსეთის ქცევის მთავარი ახსნა არის აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრიის ჩაძირვა და სანქციებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება, როცა მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებდა. ფიქლის ნავთობის მოპოვება ძვირი ჯდება, ამიტომ დღევანდელი ფასებით ზოგი ამერიკული კომპანია გაკოტრებისთვის ან მოპოვების მკვეთრად შემცირებისთვის არის განწირული. თავის მხრივ, ამ კომპანიებზე დამოკიდებულია ბანკები და სხვა სექტორებიც.


საუდის არაბეთი თითქოს რუსეთს ეომება ფასებით, მაგრამ თან კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აგდებს ამერიკულ კომპანიებს.


არ ვარ საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი და ვერ დავდებ თავს, არაბებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ, მაგრამ დაპირისპირებას ჯერჯერობით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ მიყავს. საბაზრო ფასი და რაოდენობა სიტუაციას თავისით დაალაგებდა, პუტინის და საუდის არაბეთის დადგენილი ფასი და რაოდენობა კი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასაც აზარალებს, უფრო “დიადი“ მიზნებისთვის ბრძოლაში.


ჩვენმა “კეთილმა“ მეზობელმა დრო იხელთა და ჩათვალა ეხლა რუსეთის ეკონომიკა უფრო მზადაა კრიზისის გადასატანად, ვიდრე ამერიკის და OPEC-ის ქვეყნების,“- წერს ნამჩავაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up