მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სახელმწიფოა

access_time2018-10-17 17:06:56


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) თანახმად, აშშ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიან სახელმწიფოს წარმოადგენს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 140 ქვეყანას აერთიანებს, სადაც აშშ-მა 100 ქულიდან 85,6 მიიღო.


კვლევა 98 ინდიკატორს ემყარებოდა, როგორებიცაა სამუშაო ძალა, თავისუფალი მედია, მშრომელთა უფლებები და სხვ. რეიტინგში მეორე-მესამე პოზიციები სინგაპურმა (საჯაროობა) და გერმანიამ (მაკროეკონომიკური სტაბილურობა) დაიკავეს.


განვითარებად ბაზრებს შორის ყველაზე მაღალ პოზიციაზე ჩინეთია, რომელმაც 28-ე ადგილი დაიკავა. რუსეთი რეიტინგში 43-ე ადგილზეა.



ტოპ 10 კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა


1. აშშ
2. სინგაპური
3. გერმანია
4. შვეიცარია
5. იაპონია
6. ჰოლანდია
7. ჰონგ-კონგი
8. დიდი ბრიტანეთი
9. შვედეთი
10. დანია

ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა


1. ჩადი
2. იემენი
3. ჰაიტი
4. ანგოლა
5. ბურუნდი
6. კონგო
7. სიერა ლეონე
8. მოზამბიკი
9. ლიბერია
10. მავრიტანია


წყარო: World Economic Forum






ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...


მსგავსი სიახლეები

up