მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივამ ნავთობი გააძვირა.23 ივნისის დილის ვაჭრობაზე Brent -ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 43.14 დოლარამდე გაძვირდა. ზრდა 0.36%-ია.
ამერიკული WTI -ის ფასი გაიზარდა და 40.7 დოლარს მიაღწია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფასის ზრდის მხარდაჭერას ახდენს ნავთობის მოპოვების შემცირებაც. კომპანია Baker Hughes-ის მონაცემებით, აშშ-სა და კანადაში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების რაოდენობა რეკორდულ მინიმუმამდეა დაცემული.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ING ელის, რომ მესამე კვარტალში Brent -ის მარკის ნავთობის ფასი საშუალოდ 40 დოლარი იქნება, მეოთხე კვარტალში 50 დოლარამდე გაიზრდება, 2021 წელა კი,საშიუალო ფასი 58 დოლარი იქნება.
gbc.ge