მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ვალი, ინფლაცია და გლობალური უთანასწორობა შეაფერხებს - საქართველოს ეკონომიკა 5-5,5%-ით გაიზრდება

მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ვალი, ინფლაცია და გლობალური უთანასწორობა შეაფერხებს - საქართველოს ეკონომიკა 5-5,5%-ით გაიზრდება

access_time2022-01-12 13:36:24

მსოფლიო ბანკი პანდემიის პირობებში გლობალური ეკონომიკის აღდგენის მხრივ, თავის ახალ განგარიშში 3 ძირითად დაბრკოლებას ასახელებს. ბანკის ანალიტიკოსების აზრით, ეს დაბრკოლებებია ვალი, ინფლაცია და გლობალური უთანასწორობა.


ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი 3 მიმართულებაზეა ყურადღება გამახვილებული:



• საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5 პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას;


• საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5. პროცენტიან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა.


• რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: 1. ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და 2. COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში.




რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას, იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-მა მთლიანი გლობალური ვალი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არნახულ უმაღლეს მაჩვენებლამდე გაზარდა (მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორებთან დაკავშირებული სიტუაცია სულ უფრო მეტად რთულდებოდა), ანგარიშში გაკეთებულია დასკვნა, რომ მომავალი კოორდინირებული ინიციატივები დავალიანების ტვირთის შესამსუბუქებლად კიდევ უფრო სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება. წარსულში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ღონისძიებების გამოყენებას დიდი ოცეულის საერთო კონცეფციის მიმართ, შეუძლია მისი ეფექტურობის ამაღლება და ნაკლოვანებების თავიდან აცილება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა ინიციატივების დროს.



„არჩევანი, რომელსაც პოლიტიკის შემმუშავებლები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთებენ, მომდევნო ათწლეულის კურსს გადაწყვეტს. გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინის ფართო და თანასწორი გამოყენების უზრუნველყოფა ისე, რომ პანდემია კონტროლის ქვეშ მოექცეს. მაგრამ განვითარების მიმართულებით პროგრესის შეფერხება, როგორიცაა მაგალითად მზარდი უთანასწორობა, მდგრად მხარდაჭერას მოითხოვს. მაღალი ვალის პირობებში გლობალური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება ფინანსური რესურსების ზრდის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებში, რომ მათ უზრუნველყონ მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური განვითარება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა განვითარების პოლიტიკის და პარტნიორობის მიმართულებით მარი პანგესტუმ.



მეორე საკითხი სასაქონლო ფასების მერყეობაა. მსოფლიო ბანკი განმარტავს, რომ ეს ციკლი გავლენას ახდენს ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებზე, რომელთა უმეტესობა დამოკიდებულია საქონლის ექსპორტზე.



„აღნიშნული ციკლები განსაკუთრებით ინტენსიური იყო გასული ორი წლის განმავლობაში, როცა სასაქონლო ფასები COVID-19-ის გამოჩენასთან ერთად დაეცა და შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გასულ წელს, ზოგიერთ შემთხვევაში, მანამდე არნახულ დონემდე. გლობალური მაკროეკონომიკური განვითარება და საქონლის მიწოდების ფაქტორები სავარაუდოდ გამოიწვევს რყევის გაგრძელებას სასაქონლო ბაზრებზე. ბევრი საქონლისთვის ეს ციკლები შეიძლება გამრავლდეს კლიმატის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორების და წიაღისეული საწვავის გამოყენებიდან სხვა რესურსებზე ენერგეტიკის გადასვლის შედეგად. ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ სასაქონლო ფასების ბუმი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული უფრო დიდი იყო ვიდრე ვარდნა, რაც ქმნიდა უფრო ძლიერი და მდგრადი ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს საქონლის ექსპორტის განმახორციელებელ ქვეყნებში - დისციპლინირებული პოლიტიკის გამოყენების შემთხვევაში ბუმის დროს მოულოდნელი მოგებიდან სარგებლის მიღების მიზნით", - ნათქვამია კვლევაში.



მესამე საკითხი COVID-19-ის ზემოქმედებაა გლობალურ უთანასწორობაზე. მსოფლიო ბანკის კვლევის მესამე თავში გაკეთებულია დასკვნა, რომ პანდემიამ ნაწილობრივ გაზარდა შემოსავლის გლობალური უთანასწორობა გასული ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული კლების შემობრუნებით. მან ასევე გაზარდა უთანასწორობა ადამიანის საქმიანობის ბევრ სხვა სფეროში - ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით; ეკონომიკური ზრდის მიმართულებით; განათლებასთან და ჯანდაცვასთან წვდომის კუთხით; და სამუშაო ადგილების და შემოსავლების დაკარგვის მიმართულებით, რომელიც უფრო მაღალია ქალებისთვის და დაბალი დონის უნარ-ჩვევების მქონე არაოფიციალური მუშაკებისთვის. ამ ტენდენციას გრძელვადიანი ზემოქმედების პოტენციალი აქვს: მაგალითად, ადამიანური კაპიტალის კუთხით დანაკარგებმა, რომლებიც გამოწვეულია განათლების წყვეტილობით, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მომავალ თაობებზე.



მსოფლიო ბანკის სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ აღნიშნავს, რომ წარმოებული პროდუქციის მოცულობის და ინვესტიციების მოსალოდნელი კლების, მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობების და პერსპექტივების შემაფერხებელი არსებითი რისკების პირობებში ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადმა ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისას. "მათ ასევე უნდა განახორციელონ რეფორმები პანდემიის ზემოქმედების კვალის წასაშლელად. ეს რეფორმები უნდა შემუშავდეს ინვესტიციების და ადამიანური კაპიტალის გასაუმჯობესებლად, შემოსავლების და გენდერული მიმართულებით უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და კლიმატის ცვლილებებით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up