მსოფლიო ბირჟებზე დათვები გაბატონდნენ

მსოფლიო ბირჟებზე დათვები გაბატონდნენ

access_time2022-05-11 10:00:30

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე მიმდინარე წელს ინდექსების ორნიშნა პროცენტული ვარდნა აღინიშნება. ამერიკაშიც, ევროპაშიც და აზიაშიც უკვე რამდენიმე თვეა დათვები დომინირებენ ფასები ყველაზე მეტად ტექნოლოგიურ კომპანიებზე დაეცა.


Dow-jones-ის ინდექსი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პულსაციას განსაზღვრავს, იანვრიდან დღემდე 12%-ით შემცირდა, შემცირდა. S&P 500-ის 17%-ით, ხოლო Nasdaq-ის სადაც ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიების აქციები ივაჭრება 26%-ით.


თუ ცალკეულ კომპანიებს ავიღებთ, ბოლო 4 თვეში Facebook-ს კაპიტალიზაცია 42%-ით $920 მლრდ-დან $531 მლრდ-მდე შემცირდა. Tesla-სი 34%-ით $1.1 ტრლნ-დან $815 მლრდ-მდე. Amazon-ის 36%-ით $1.7 ტრლნ-დან $1.1 ტრლნ-მდე, Google-ის 24%-ით $1.9 ტრლნ-დან $1.5 ტრლნ-მდე, Microsoft 20%-ით $2.5 ტრლნ-დან $2 ტრლნ-მდე, $2.9 ტრლნ-დან $2.5 ტრლნ-მდე.



ტაბლოები გაწითლებულია ევროპაშიც. გერმანული dax-ს ინდექსი 15%-ით შემცირდა, შვეიცარიული Swiss market-ის 10%-ით, ფრანგული Cac 40-ის 15%-ით, ბრიტანული FTSE 100-ის 3%-ით, საერთო ევროპული Euronext 100-ის 14%-ით.


ვარდნაა აზიაშიც. იაპონური Nikkei 225-ის ინდექსი იანვრიდან დღემდე 11%-ით შემცირდა, შანხაის ბირჟის 14%-ით.


აქციათა ფასების კლებამ უმდიდრეს ადამიანებს ათობით მლრდ დოლარი დააკარგვინა. თუ ილონ მასკის ქონება სულ რამდენიმე თვის წინ $300 მლრდ-ს აჭარბებდა, ახლა „მხოლოდ“ $237 მლრდ აქვს დარჩენილი, ჯეფ ბეზოსის ქონებაც $200 მლრდ-ს აღემატებოდა ახლა კი $135 მლრდ-მდეა შემცირებული. ლარი ელისონმა, ლარი პეიჯმა, სერგეი ბრინმა და მარკ ცუკერბერგმა ცენტი მილიარდერების სტატუსი დაკარგეს.


რუსეთ-უკრაინის ომი ვარდნის ერთადერთი მიზეზი არაა. Facebook-ზე მომხმარებლის კლება და მასკის მიერ Twitter-ის შეძენით წარმოშობილმა გაურკვევლობამ ფასებს კლებისკენ უბიძგა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up