მსოფლიო ბაზრების მსგავსად, iPhone–ის გაყიდვები საქართველოშიც მცირდება

მსოფლიო ბაზრების მსგავსად, iPhone–ის გაყიდვები საქართველოშიც მცირდება

person access_time2016-01-30 12:00:22

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე Apple-ი პოზიციებს თმობს, საქართველოში ამერიკული კომპანიის ყველაზე ცნობილი პროდუქტი iPhone–ი პოპულარობას არ კარგავს. ამის გამოხატულებაა ის, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსის მოპოვებას ცდილობენ. ბოლო პერიოდში ასეთი სტატუსის მოპოვების შესახებ ორმა კომპანიამ განაცხადა. 

 

ამასთან, ბაზრის წარმომადგენლების ინფორმაციით, მიუხედავად Apple-ის ბრენდის პოპულარობისა, iPhone-ის გაყიდვები მაინც შემცირდა, რაც ზოგადი ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული.

 

29 იანვრიდან iPhone-ის ოფიციალური "რესელერი" ქართული კომპანია „ალტაოქეი“ გახდა.


როგორც „კომერსანტთან" კომპანია „ალტაოქეის" მარკეტინგის მენეჯერი დიმიტრი აბულაძე აცხადებს, საფონდო ბირჟაზე Apple-ის აქციები წარუმატებლობას განიცდის, თუმცა, ასე ზოგადად, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე სუბარი ძნელია. მისი თქმით, რეალურად Apple-მა წლის განმავლობაში იმხელა მოგება ნახა, რამდენიც მსოფლიო ბრენდებს თავიანთი არსებობის პერიოდში არ უნახავთ.


„ამიტომ ცოტა რთულია მოგებაზე და შემოსავალზე საუბარი და ასე შედარება. შეიძლება კომპანიის აქციები თამაშობს, მაგრამ მეორეს მხრივ, კომპანია ზრდის მოგებას"-აცხადებს აბულაძე.


რაც შეეხება „ალტაოქეის" iPhone-ის წარმომადგენლობას, აბულაძე აცხადებს, რომ კომპანიამ ეს უფლება Apple-თან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. გარდა ამისა, ხდებოდა ადგილობრივი ბაზრის შესწავლაც.


აბულაძის განმარტებით, ოფიციალური წარმომადგენლობა ნიშნავს იმას, რომ iPhone-ი ნებისმიერი ქარხნული წუნის შემთხვევაში ის ახალი ტელეფონით გამოიცვლება. „აქამდე სრულდებოდა საგარანტიო პირობები, კეთდებოდა, თუმცა არ იცვლებოდა. ეს არის საერთაშორისო გარანტია. მსგავსი უფლება კომპანია „ჯეოსელსაც" აქვს. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ამ უფლებით გაყიდვების ზრდას ველოდებით"-აცხადებს აბულაძე.



მისივე განცხადებით, მიუხედავად საზოგადოების რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, iPhone-ი გაყიდვადია და ასეც იქნება. აბულაძის თქმით, iPhone-ი ყველაზე ლიკვიდური პროდუქტია. მას ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე შეუძლია თავისი თავი გაყიდოს, შემდეგ მოდის „სამსუნგი“ და „ჰუავეი“.


კომპანია iPhone +-ს დამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერი მამუკა მარგიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზის ფონზე iPhone-ს პოზიციები დაეკარგა. მისი თქმით, საქართველოში iPhone-ს გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20-30 პროცენტითაა შემცირებული. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა რუსეთში.


„თუ ადრე ადამიანს შეეძლო ერთი თვის ხელფასით iPhone-ი ეყიდა, ახლა ვითარება შეიცვალა"-აცხადებს მარგიშვილი.


კომპანია iPhone+ -ს დამფუძნებელი „ალტაოქეის" ოფიციალურ წარმომადგენლად დასახელებაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, ამ ორ კომპანიას შორის სხვაობა საერთაშორისო გარანტიის უფლებაა. მისი თქმით, iPhone+საც შეუძლია ანალოგიური უფლება მოიპოვოს, თუმცა აქამდე უარს ამბობდა, რადგან აღნიშნული გარანტია ტელეფონებს 100 დოლარით აძვირებს.


მისი თქმით, ისინი დააკვირდიებიან სტატისტიკას და თუკი აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო გარანტიით ტელეფონები გაყიდვადი და მოთხოვნადია, საერთაშორისო გარანტიას iPhone + იც მოიპოვებს.

 

„ჩვენთან რომ შეიძენთ ტელეფონს, თუ რამე წუნი აქვს, ამის მიზეზის დადგენას 2 დღე სჭირდება, საერთაშორისო გარანტიით კი ამ ტელეფონის გაგზავნა ამერიკაში ხდება, ამ პროცედურას 2 თვე ესაჭიროება,"-აცხადებს მარგიშვილი.


აღსანიშნავია, რომ Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „ჯეოსელიცაა". ამის შესახებ კომპანიამ მიმდინარე წლის 20 იანვარს გახდა.


ბლუმბერგი წერს, რომ საფონდო ბირჟაზე Apple-ის აქციები წარუმატებლობას განიცდის, დაცემა 11-პროცენტიანია. კომპანიის მოგება ბოლოს ოქტომბერში დაფიქსირდა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ iPhone-ის გაყიდვები შეიძლება მოულოდნელად შემცირდეს.


iPhone-ი ამ დრომდე რჩება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად და ყველაზე მსხვილ „ფულის მომტანად". გასული წლის მონაცემებით, სმარტფონზე Apple-ის შემოსავლების 66% მოდის. წინა წლებში ეს მაჩვენებელი 50% იყო.


ინვესტორებს აშინებს Apple-ის დამოკიდებულება iPhone-ზე და იმის შესაძლებლობა, რომ გაყიდვები შეიძლება შენელდეს, განსაკუთრებით ჩინეთში.




მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up