სპილენძის ფასი ბოლო 19 თვის მინიმუმზე დაეცა. ლონდონის მეტალების ბირჟაზე მისი ღირებულება დღეს 2,7%-ით შემცირდა და 7,462 დოლარი შეადგინა ტონაზე.
ამასთან 0,9%-ით გაიაფებუალია ალუმინიც, ხოლო თუთიის ფასი - 0,4%-ით.
როგორც დასავლური მედია წერს, მიმდინარე კვარტალი მეტალებისთვის ყველაზე ცუდი პერიოდია 2008 წლის შემდეგ. ეს კი გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკაში რეცესიული პროცესების მოლოდინით, რაც თავის მხრივ, იწვევს ამ ტიპის ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებას.
ექსპერტები ტრადიციულად აღნიშნავენ, რომ სპილენძზე ფასის ცვლილება აჩვენებს მსოფლიო ეკონომიკის მიმართულებას უახლოეს მომავალში. მათი აზრით, იმ მეტალის ფასის კლება, რომელიც ბევრ დარგში გამოიყენება, მეტყველებს მაღალ ალბათობაზე, რომ გლობალური ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება.
bpn.ge