“მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის მოთხოვნის 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება”

“მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის მოთხოვნის 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, ქვეყანაში დიდი შემოსავალი იქნება”

access_time2018-10-12 12:54:02

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება – როცა არის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში, – აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.


მისივე თქმით, კანაფის მოყვანა-კულტივაციიდან მისაღები შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაშვებებით მიიღებს პარლამენტი კანონს.



“რა განცხადებებიც გაკეთდა, საუბარი იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავალზე. ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნა კანონი მიღებული, რა დაშვებები იქნება კანონით, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს. შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ეს ის პროგნოზია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. კანონპროექტში ბევრი რაღაც არ წერია, რაც უნდა გაიწეროს. არ წერია ბევრი რიცხვი, რაზეც შემდგომში კონკრეტული გათვლები იქნება დამოკიდებული. როცა არის პროგნოზი და პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება არა თუ ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up