მსოფლიო ბანკმა საქართველოს $62 მილიონის სესხი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $62 მილიონის სესხი გამოუყო

access_time2019-06-18 14:56:56

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით ენერგომომარაგების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD). მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 24 მაისს დაამტკიცა.


პროექტი მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფას და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში. აღნიშნული მიღწეული იქნება პროექტის სამი კომპონენტის საშუალებით, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური გაჯანსაღების და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერა და სსე-ს დახმარება გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მიღებაში.


"პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენებაში", - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.



„ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის" შედეგები საბოლოოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მეწარმეთა თუ მეურნეთა პროდუქტიულობაზე უნდა აისახოს", - განაცხადა ფინანსთა მინსტრმა ივანე მაჭავარიანმა.


უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები წარმატებით დასრულდა. დერეგულირებასა და პრივატიზაციაზე მიმართულმა ფართომასშტაბიანმა მარეგულირებელმა და საბაზრო რეფორმებმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დარგის სუბიექტების ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობის ამაღლებას.


გატარებული რეფორმების შედეგად ენერგოსექტორი გამოვიდა თითქმის სრული ოპერაციული და ფინანსური კოლაფსიდან და ახლა წარმოდგენილია ადეკვატური ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიებით, რომლებიც ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფენ. მარეგულირებელი ჩარჩო ზოგადად მტკიცეა, მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები. პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მათ გადაწყვეტაში ენერგეტიკის სფეროში არსებული სტრატეგიის შესაბამისად.


პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიასთან (2019 - 2022 წწ.) და ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით (NDC) დადგენილი მიზნების შესრულებაში.






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up