მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე გახდა

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე გახდა

access_time2020-05-04 11:59:25

2020 წლის 1 მაისს მსოფლიო ბანკის ვიცე - პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შვედეთის მოქალაქე ანა ბიერდე გახდა. ამ პოზიციაზე ის უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას.


თავისი ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში ანა ბიერდეს რამდენიმე წამყვანი პოზიცია ეკავა მსოფლიო ბანკში. ის აღიარებული ლიდერია ეკონომიკის განვითარების სფეროში, ვიწრო სპეციალიზაციით ინკლუზიურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში. მან ამ პოზიციაზე შეცვალა სირილ მიულერი, რომელიც ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2015 წლის ივლისიდან იკავებდა.


ანა ბიერდე აღნიშნულ თანამდებობაზე ბანკის კლიენტი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ დროს დაინიშნა. COVID-19-ის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანას ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა უწევს. უწყვეტი გაურკვევლობის ფონზე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის უახლესი გამოცემა გვთავაზობს რეგიონისთვის უარყოფითი ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა სცენარებს, რომელთა თანახმად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი -4.4 და -2.8 პროცენტს შორის მოექცევა.


“როგორც ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ კლიენტი ქვეყნების მთავრობებთან მათ დასახმარებლად განვითარების მიმართულებით შედეგების მიღწევაში, მაგრამ ამჟამად გადაუდებელი აუცილებლობაა COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე ფოკუსირება“,- აღნიშნა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ. „მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ვახდენთ დაფინანსების და პოლიტიკის ინსტრუმენტების სწრაფ მობილიზებას ადამიანების სიცოცხლის და საარსებო საშუალებების დასაცავად. შესაბამისი ღონისძიებებით და დაფინანსებით საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნებს დავეხმარებით კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური და ფისკალური სირთულეების დაძლევაში.“
დღეისათვის მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 1.4 მლრდ. აშშ დოლარი ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დასახმარებლად COVID-19-ით გამოწვეული ზემოქმედების შესამსუბუქებლად. 2020 წლის 2 აპრილიდან დაახლოებით 490 მლნ. აშშ დოლარი იქნა დამტკიცებული საგანგებო რეაგირების ღონისძიებების პროექტებისთვის. ამასთან ერთად, არსებული პროექტებიდან და კრედიტებიდან 925 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება და გამოყენება მოხდა დამატებითი დაფინანსების ჩათვლით, ქვეყნების დასახმარებლად COVID-19-ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში.



ეს დაფინანსება გამოყენებული იქნება სამედიცინო ტექნიკის, მათ შორის, ტესტების კომპლექტების, რესპირატორების და სავენტილაციო მოწყობილობების შესაძენად და ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მედიკოსების ტრენინგის ჩათვლით, პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის სოციალურ მხარდაჭერასთან ერთად. რეგიონის რამდენიმე ქვეყანა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო ბანკთან სამომავლო პროექტების და დახმარების შესახებ, რომელიც მათ ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგების დაძლევაში.


მსოფლიო ბანკის ჯგუფის საპასუხო ღონისძიებები COVID-19 -ის მიმართ:


მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც დაფინანსების და ცოდნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენს განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული.
.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up