მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: „საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: „საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას"

access_time2020-02-26 16:13:19

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.


„საწარმოთა კონკურენტუნარიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან გაუმჯობესდა ფინანსების ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმჯობესდა კომუნიკაციის საშულებებზე წვდომა. ასევე აღსანიშნავია რეფორმები, რომლებიც მიმართულია მეწარმეების აქტიურობის ხელშეწყობაზე და ყოველივე ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.


მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონეა, რაშიც საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. „ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 119 ქვეყნიდან მეშვიდეა. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო 99-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ასევე წარმატებულია მთავრობის შეფასების მაჩვენებლებში და ქვეყანა კვლავ ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია", - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.





Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up