მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - განათლების სფეროში რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და პროდუქტიულობის ზრდას

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - განათლების სფეროში რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციების და პროდუქტიულობის ზრდას

access_time2019-06-18 14:21:44

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად. როგორც  ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლების და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.


პროექტი სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობას გულისხმობს და მიზანად ისახავს ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის და ჩართულობის გაზრდას; ზოგადი განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას; უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების მექანიზმების გაძლიერება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას; სისტემის განმტკიცება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და პროექტისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას.


„ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტი სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით ხელს შეუწყობს ჩვენს უმთავრეს რესურსს - ადამიანური კაპიტალის განვითარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის გუნდს და მის ადგილობრივ ოფისს მხარდაჭერისთვის.


თავის მხრივ, განათლების მინისტრმა მსოფლიო ბანკს, გამოცდილებისა და კომპეტენციების გაზიარებისთვის, იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი განათლების სექტორისთვის აკეთებს მადლობა გადაუხადა.


„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციაა ჩართული, მადლობას ვუხდი ყველას, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი ამ პროცესში მსოფლიო ბანკია. მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის - არამხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსებისთვის, არამედ გამოცდილებისა და კომპეტენციების გაზიარებისთვის, იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი განათლების სექტორისთვის აკეთებს. ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს რეფორმის უპირობო წარმატებას,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.


მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კი პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


“საქართველო აგრძელებს ინვესტირებას თავის მოქალაქეებში. აღნიშნული პროექტის მიზანი, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების მოსაზიდად და კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაციების და პროდუქტიულობის ასამაღლებლად საქართველოს მხარდაჭერაა. მტკიცე საფუძვლის მომზადების გზით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით პროექტი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.


„მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება პედაგოგიკაში და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.


პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.


პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობაზე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, (სოფლების და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობების და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018 – 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.





არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up