მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება

access_time2021-06-09 19:30:39

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, რაც სავალუტო ფონდის შეფასებას 2.5%-ით და მთავრობის მოლოდინს 1.7%-ით აღემატება. გაფართოებულ რეგიონში, რომელიც 22 სახელმწიფოს მოიცავს საქართველოზე მაღალი ზრდის პროგნოზი - 7.1%, მხოლოდ მონტენეგროს აქვს, რომლის ეკონომიკაც გასულ წელს 15.2%-ით შემცირდა, რაც ასევე ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ვარდნა იყო.


2020 საქართველოს ეკონომიკისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. მშპ 1994 წლის შემდეგ ყველა მეტად - 6.2%-ით შემცირდა. ბოლო 26 წელიწადში ეს მეორე ვარდნა იყო. 2009 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვარდნამ შედარებით ნაკლები 3.7% შეადგინა.


როგორც 2009 წელს, 2020 წელსაც განვითარებულ ქვეყნებში განვითარებადთან შედარებით უფრო მაღალი კლება დაფიქსირდა, თუმცა ორ კრიზისს შორის სპეციფიკა განსხვავებული იყო. შარშან მხოლოდ ტურიზმიდან საქართველომ $3 მლრდ დაკარგა. ტურისტების რაოდენობა და აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა. კოვიდრეგულაციების შედეგად სამსახური 115 000-მა ადამიანმა დაკარგა, მათი 94% მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული. იმავე პერიოდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად 100 000-ით 532 000-მდე გაიზარდა.


სექტემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაში 2021 წლის ეკონომიკურ პროგნოზად 5% იყო განსაზღვრული, რომელიც მოგვიანებით 4.3%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკი ზრდის შესაძლებლობად 4%-ს ასახელებდა, თუმცა იქვე განმარტავდა, რომ ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, თუ ტურიზმი საერთოდ არ აღდგებოდა ზრდა მხოლოდ 1% იქნებოდა. იანვარ-თებერვალში დამატებით 8.3%-იანი ვარდნის შემდეგ, აპრილში სავალუტო ფონდმა პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა.



12 თვიანი უწყვეტი რეცესიის შემდეგ, 2021 წლის მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, აპრილში კი რეკორდული 44.8%-იანი მატება დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის აპრილში მშპ 16.6%-ით შემცირდა, ზრდა იმდენად დიდი იყო, რომ 2019 წლის აპრილის მაჩვენებელსაც კი 21%-ით გაუსწრო, რამაც სტატისტიკის სანდოობა საეჭვო გახადა. ეკონომისტთა ნაწილისთვის, კომენდანტის საათის რეჟიმში ასეთი მატება, არარეალური აღმოჩნდა.


მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებოიდან 2021 წელს ყველაზე დიდი 5%-იანი ზრდა თურქეთს ექნება, თურქეთმა მოახერხა და 2020 წელიც 1.8%-იანი ზრდით დაასრულა. რუსეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 3.2%-ა. 2009 წლისგან განსხვავებით, რუსეთისთვის 2020 არც ისე მძიმე გამოდგა და მისი ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით შემცირდა. სომხეთისთვის ზრდის პროგნოზი 3.4%-ა. პანდემიისა და წაგებული ომის გამო ეს ქვეყანა შარშან 7.6%-ით გაღარიბდა. ზრდის ყველაზე დაბალი პროგნოზი - 2.8% კი აზერბაიჯანისთვის გაკეთდა, რომლის ეკონომიკაც 2020-ში 4.3%-ით შემცირდა.


გაფართოებულ რეგიონში მეზობელი ქვეყნების გარდა: ალბანეთი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა და უზბეკეთიც მოიაზრება, ასევე კოსოვოც, რომლის დამოუკიდებლობაც საქართველოს არ უცვნია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით ყველაზე მეტად - 7.1%-ით მონტენეგროს ეკონომიკა გაიზრდება, ბელარუსი კი ისევ მინუსში გავა, მოსალოდნელი კლება 2.2%-ა. ამ შემთხვევაში რეცესიის მიზეზი პანდემიის მაგივრად მინკზე დაწესებული სანქციები იქნება.


თუ მსოფლიო ბანკის გლობალური მოლოდინი გამართლდა, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება, რაც 80 წლიანი რეკორდია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up