მსოფლიო ბანკის პროგნოზით მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნა

access_time2020-04-23 20:50:44

პროგნოზის მიხედვით 2020 წელს მოსალოდნელია ფულადი გზავნილების გლობალური ვარდნა დაახლოებით 20 პროცენტით COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და იზოლაციის გამო. უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება განპირობებული იქნება ძირითადად მიგრანტი მშრომელების ხელფასების და დასაქმების შემცირებით, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დროს გაცილებით მეტად მოწყვალდნი არიან მასპინძელ ქვეყანაში სამუშაოს და ანაზღაურების დაკარგვის გამო. ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით (LMICs) სავარაუდოდ შემცირდება 19.7 პროცენტით 445 მლრდ. აშშ დოლარამდე, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს.


კვლევები მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიღარიბეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, აუმჯობესებს კვების ხარისხსთან დაკავშირებულ საკითხებს , უკავშირდება განათლებაზე დანახარჯების ზრდას და ამცირებს ბავშვის შრომას არაუზრუნველყოფილ შინამეურნეობებში. ფულადი გზავნილების კლება გავლენას მოახდენს ოჯახების უნარზე აღნიშნული მიმართულებებით ხარჯების გაწევის თვალსაზრისით, რადგან მათი ფინანსები დაიხარჯება საკვების არქონის პრობლემის გადაწყვეტასა და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.


„ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისთვის. COVID-19 -ით გამოწვეული მიმდინარე ეკონომიკური რეცესია უარყოფითად მოქმედებს შინ ფულის გაგზავნის შესაძლებლობაზე და კიდევ უფრო ახანგრძლივებს განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო დროს,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით: „ფულადი გზავნილები ოჯახებს ეხმარება სურსათზე, ჯანდაცვაზე წვდომაში და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. რამდენადაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს სწრაფ და ფართო ღონისძიებებს ქვეყნების მხარდასაჭერად, ჩვენ ვმუშაობთ ფულადი გზავნილების არხების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და უღარიბესი ფენებისთვის ძირითად საჭიროებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად.“


მსოფლიო ბანკი წევრ ქვეყნებს ეხმარება სხვადასხვა არხების საშუალებით ფულადი გზავნილების ნაკადის, ფულის გაგზავნის ხარჯებისა და მოხერხებულობის, ასევეგზავნილებზე მოქმედი ფინანსური სისტემის დაცვის რეგულაციების მონიტორინგში. ბანკი მუშაობს დიდი ოცეულის (G20) და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან გზავნილების ხარჯების შესამცირებლად და ღარიბი მოსახლეობისთვის ფინანსური ჩართულობის ასამაღლებლად.


ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).



უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გზავნილების ფართომასშტაბიან კლებას ადგილი ექნება მას შემდეგ, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 2019 წელს გზავნილების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 554 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. ვარდნის პირობებშიც კი, გზავნილების, როგორც გარე დაფინანსების წყაროს მნიშვნელობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური შემცირების პირობებში (35 პროცენტზე მეტი).


მოფლიო ბანკის შეფასებით 2021 წელს ფულადი გზავნილების დონე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5.6 პროცენტით, 470 მლრდ. აშშ დოლარამდე მოიმატებს. ფულადი გზავნილების პერსპექტივა კვლავაც გაურკვეველი რჩება, ისევე როგორც COVID-19- ის გავლენა გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე და დაავადების გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებებზე. წარსულში მშრომელები გაცილებით მეტ ფულს რიცხავდნენ შინ კრიზისის და რთულ პერიოდებში. თუმცა, ამჯერად პანდემიამ გავლენა იქონია ყველა ქვეყანაზე და დამატებითი გაურკვევლობები შექმნა.


ფულადი გზავნილების დონე ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 2019 წელს სტაბილურობას ინარჩუნებდა და დაახლოებით 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა 65 მლრდ. აშშ დოლარამდე. უკრაინა რეგიონში გზავნილების უდიდეს მიმღებად რჩება, რომელმაც რეკორდულად მაღალი მოცულობა მიიღო გასულ წელს 16 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობით. რეგიონის გზავნილებზე დამოკიდებულმა შედარებით მცირე ქვეყნებმა, როგორებიცაა ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, განსაკუთრებული სარგებელი მიიღეს ეკონომიკური საქმიანობის ზრდით რუსეთში. 2020 წელს მოსალოდნელია გზავნილების კლება დაახლოებით 28 პროცენტით კორონავირუსის გლობალური პანდემიის და ნავთობის ფასების შემცირების ერთობლივი ეფექტის გამო. გზავნილების ხარჯები: ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყანაში 200 აშშ დოლარის გაგზავნის საშუალო ხარჯი მცირედ შემცირდა 6.48 პროცენტამდე 2020 წლის პირველ ნახევარში. ეს მაჩვენებელი ერთი წლით ადრე 6.67 პროცენტს შეადგენდა. ხარჯებს შორის განსხვავებები რეგიონის დერეფნების მასშტაბით არსებითია; უმაღლესი ხარჯები დაფიქსირდა გზავნილებზე თურქეთიდან ბულგარეთის მიმართულებით, ხოლო უდაბლესი ხარჯები გზავნილებზე რუსეთიდან აზერბაიჯანში.


საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ -ის 10 პროცენტს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შინამეურნეობების 20 პროცენტი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა. COVID-19 -ის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში, რამდენადაც ძირითადი ქვეყნები, საიდანაც გზავნილების მიღება ხდება, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ (მაგ. იტალია, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები).


„ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს შინამეურნეობებისთვის და COVID-19 -ით გამოწვეული შოკი ამ ნაკადებს შეამცირებს. მნიშნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მთავრობის ანტი-კრიზისული ღონისძიებებით, გზავნილების მისაღებად საჭირო ხარჯების და დროის შემცირების პარალელურად“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up