„მსოფლიო ბანკის პროგნოზი ოპტიმისტურია და უფრო დაბალ მაჩვენებელს უნდა ველოდოთ“ - ექსპერტები ეკონომიკის 4.3%-იან ზრდასაც კი სკეპტიკურად უყურებენ

„მსოფლიო ბანკის პროგნოზი ოპტიმისტურია და უფრო დაბალ მაჩვენებელს უნდა ველოდოთ“ - ექსპერტები ეკონომიკის 4.3%-იან ზრდასაც კი სკეპტიკურად უყურებენ

access_time2020-01-15 10:00:47

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.


ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზი ოპტიმისტურია და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელს უნდა ველოდოთ.


„მსოფლიო ბანკის პროგნოზი გამომდინარეობს ალბათ იქედან, რომ ქვეყანაში ინფლაცია მაღალია, ამას უნდა დავამატოთ ის საკითხები, რაც ანაკლიის პორტის გარშემო ვითარდება და საინვესტიციო გარემოც უარესდება. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზი ოპტიმისტურია და უფრო დაბალ მაჩვენებელს უნდა ველოდოთ. დაბალგანვითარებული ქვეყნისთვის ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანას დავემსგავსოთ, შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვჭირდება, რომელიც ორნიშნა მაჩვენებელს გაუტოლდება, ყველა სხვა მაჩვენებელი ქვეყანას გრძელვადიან პერიოდში არაფერს  აძლევს,“ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსი გია ჩქოფოია მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებაზე ძირითადად ორმა ფაქტორმა იმოქმედა - წინასაარჩევნო პერიოდმა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებამ.



„საარჩევნო წელია, გარდა ამისა გარკვეული ტიპის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყანაში გაუარესდა, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, რაც ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია. ვფიქრობ, ძირითადად ამ ორმა ფაქტორმა იმოქმედა საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებაზე. ეს მაჩვენებელი ჩვენთთვის საამაყო ვერ იქნება, რადგან ასე თუ გავაგრძელებთ 40 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ საშუალო ევროპულ ქვეყანას დავეწიოთ. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი რაიონებში არსებული  ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებლით გამოითვლება და გამოდის, რომ ზოგიერთ რაიონს ზრდა საერთოდ არ ჰქონია, პირიქით მინუსშიც კი წავიდა, შესაბამისად, რამეს რომ მივაღწიოთ, ორნიშნულიან ზრდაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“, - განმარტა გია ჩქოფოიამ.


მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ზრდის ეს ტემპი დამაკმაყოფილებელია თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს რუსეთმა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა დაუწესა. თუმცა, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე და მიიჩნევს, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის შეზღუდვას არც 2019 წელს მოუხდენია ქვეყნის ეკონომიკაზე განსაკუთრებული გავლენა და მითუმეტეს მიმდინარე წელს ვერ მოახდენს. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე სხვა ფაქტორები უფრო მეტად იმოქმედებს.


„რუსეთიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტამ შარშანაც ვერ მოახდინა რაიმე განსაკუთრებული გავლენა, რადგან ვისაც ჩამოსვლა უნდოდა მესამე ქვეყნების გავლით მაინც ჩამოფრინდა. გარდა ამისა, როგორც გაჟღერდა, ეს ემბარგო მალე გაუქმდება, თუმცა დიდი პრობლემა არ არის, რადგან ჩამომსვლელი მაინც მოდის. ჩემი აზრით, ორი ფაქტორია რომელიც მიმდინარე წელს შეიძლება პრობლემური იყოს, ესაა არჩევნები და რეგიონალური საკითხი, ისეთი როგორიცაა ირანთან დაკავშირებული პრობლემები. სხვა თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები წელს მოსალოდნელი არ არის, ამ მთავრობას მეტი არ შეუძლია და რადიკალურ ცვლილებებს ვერ განახორციელებს. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და სხვა ბიუროკრატიული ორგანიზაციების ანალიზი მაინცადამაინც საყურადღებო არ არის, რადგან მათი ანგარიშები ძირითადად მიკერძოებულია“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია მითითებული, მიმდინარე წელს რეგიონში ეკონომიკის 5.1%-იანი ზრდით ლიდერი სომხეთი იქნება. 2.3 %-ით გაიზრდება აზერბაიჯანის ეკონომიკა. მსოფლიო ბანკი თურქეთის ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს. 3.7 %-ით გაიზრდება უკრაინის ეკონომიკა, ხოლო რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.6 %-ს მიაღწევს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 3.7 %-იანი ზრდა ექნება ყაზახეთის ეკონომიკას, ხოლო ყველაზე ნაკლებად, დაახლოებით 0.9% ბელორუსის ეკონომიკა გაიზრდება.


ნინო თამაზაშვილი





ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up