მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2018-12-11 15:47:25

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


მისიის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია შეხვდნენ. შეხვედრაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიები წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


სამუშაო შეხვედრაზე ელენე გრიგოლიამ საპილოტო არეალებზე დასრულებულ და მიმდინარე საველე სამუშაოებზე, სარეგისტრაციო დოკუმენტების მოძიება-სისტემატიზაციაზე, ხარისხის კონტროლის პროცედურებზე, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაზე და საპილოტო პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრა.


"დღეს პროექტში ჩართულ მხარეებს პროექტის შუალედური შედეგები გავაცანით და მიწების სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების ხედვა განვიხილეთ. ასევე, მოვისმინეთ ის რეკომენდაციები, რაც რეგისტრაციის სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია," –აღნიშნა ელენე გრიგოლიამ.


სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების გეგმა და პროექტის საბაზისო კვლევის შედეგებიც იქნა წარმოდგენილი. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პროექტის პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე და საჭირო რესურსებზე იმსჯელეს.







დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

„მაკდონალდსში“ მომხმარებელს შემცირებული მენიუ და და ნაკლები თანამშრომელი დახვდება - შეიცვლის თუ არა სწრაფი კვების ობიექტი კონცეფციას

„მაკდონალდსში“ მომხმარებელს შემცირებული მენიუ და და ნაკლები თანამშრომელი დახვდება - შეიცვლის თუ არა სწრაფი კვების ობიექტი კონცეფციას
access_time2020-06-04 12:00:42
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხარებლებს ასევე ბიზნესსაც...

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...


მსგავსი სიახლეები

up