მსოფლიო ბანკის კვლევა - 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს

მსოფლიო ბანკის კვლევა - 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს

access_time2019-10-02 14:10:19

მსოფლიო ბანკის კვლევა - 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ისტორიულად საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.


 საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100%-იანი სკალიდან 76.4% მიიღო, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე ევროკავშირის წევრი 14 სახელმწიფო − ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება;



ისტორიულად საუკეთესო შედეგი აქვს საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამ ინდიკატორში საქართველომ რანგირების 100%-იანი სკალიდან 74.04% დაიმსახურა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ევროკავშირი წევრმა 6 ქვეყანამ, ესენია: უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი;




კიდევ ერთი საუკეთესო შედეგი საქართველომ „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში მიიღო, სადაც ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა. რანგირების 100%-იანი სკალიდან ქვეყანამ 83.17% მიიღო. საქართველო ლიდერია რეგიონში და მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია მე-19 პოზიციაზე;



წინსვლა დაფიქსირდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც, რომელიც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. რანგირების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 63.94% მიიღო. ამ მონაცემით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის 5 და ნატო-ს წევრ 8 სახელმწიფოს. კანონის უზენაესობის რეიტინგის მხრივ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას. საქართველო ბალტიის ქვეყნების შემდეგ ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.



მსოფლიო ბანკის კვლევა − მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) − წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა − ჯამში 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მათ შორის: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო ფასდება.





გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“
access_time2019-11-18 11:30:14
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული...

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ

სესხის ამომღები კომპანიები სამუშაო მეთოდებს არ ცვლიან – შანტაჟი და მუქარა მსესხებლების წინააღმდეგ
access_time2019-11-18 11:00:50
საქართველოში უკვე იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბანკთან, მიკროსაფინანსო ან ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, არსებობს იმის რისკიც, რომ ამ ურთიერთობებს პრობლემები მოყვეს. ამ რისკის დადგომის ალბათობას, კიდევ უფრო რეალურს ხდის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე სოციალური ფონი. საკრედიტო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხშირად ირღვევა, მიზეზი კი, ძირითადად, ერთია – მომხმარებლის...


მსგავსი სიახლეები

up