მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველომ ჯამში 400 ათასამდე COVID-19 ტესტი და 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი შეიძინა

მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველომ ჯამში 400 ათასამდე COVID-19 ტესტი და 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი შეიძინა

access_time2020-07-07 12:05:38

მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერითა, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 PCR ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი. შეძენილი ტესტების რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად, ტესტების ჩატარების გასსამმაგების საშალებას იძლევა. ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მეტიატორობით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის შეძენილ იქნა ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი, ისევე როგორც გადაუდებელი დახმარების ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური აპარატი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა In Vitro სამედიცინო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა.


მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს COVID-19-თან გამკლავებისთვის მხარდაჭერა აღმოუჩინა და ის ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის პროექტი 2020 წლის 1-ლ მაისს დაამტკიცა, პროექტი პანდემიაზე მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF), რომელიც მთავრობას დახმარებას უწევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე, ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისა და იმ პირთა დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს.



"ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ქვეყანას ეხმარება ადამიანებთა სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო სახსრების დაცვაში. COVID-19 -ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში; ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაცვასა და კრიზისით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოების დახმარებაში, ისევე, როგორც, რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პროგრესის შენარჩუნებაში," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.


ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, ისევე როგორც, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიო ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up