მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით დაფინანსების გაზრდას გეგმავს

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით დაფინანსების გაზრდას გეგმავს

access_time2018-12-14 21:30:11

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტების ხელმძღვანელს როზანა ნიტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.მხარეებმა რეგიონული განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.


სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის გეგმას. როზანა ნიტმა გამოთქვა მზადყოფნა მსოფლიო ბანკმა გაზარდოს დაფინანსება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების პროექტების მართვის მიმართულებით.



„მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა: აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი, დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია, მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობა, კაცხის სვეტთან კელიების და მომსახურების შენობის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და სხვა“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.


bpn.ge





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up