მსოფლიო ბანკი: 2021 წელს ნავთობის ფასი 41-44 დოლარი იქნება

მსოფლიო ბანკი: 2021 წელს ნავთობის ფასი 41-44 დოლარი იქნება

access_time2020-10-25 19:30:21

მსოფლიო ბანკის ექსპერტების თანახმად, 2020- 2021 წლებში ნავთობის ღირებულება 41-44 დოლარის ფარგლებში იქნება.

 

საფინანსო ინსტიტუტმა ნედლეულის ბაზრების პერსპექტივებს სპეციალური კვლევა მიუძღვნა, რომლის ნაწილი სწორედ ნავთობინდუსტრიის განვითარების საკითხი იყო.

 

მთლიანობაში მოსალოდნელია, რომ 202 წელს ნავთობის საშუალო ფასი 41, ხოლოდ 2021-ში 44 დოლარი იქნება. სავარაუდოდ, მოთხოვნის ზრდის ტემპი დაბალი იქნება რადგანაც, ტურიზმის და შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის აღდგენას პანდემიის გაჭიანურება აფერხებს - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში.

 

ახალი პროგნოზი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ივნისში გაკეთებული. მაშინ მსოფლიო ბანკი ვარაუდობდა, რომ 2020 წელს ნავთობი 32 დოლარის, 2021 წელს კი 38 დოლარის ფარგლებში ეღირებოდა.

 

ფინანსური ინსტიტუტის დასკვნის თანახმად, ნავთობის ზრდას ხელს OPEC+-ს შეთანხმების ვადის გაგრძელება, ნავთობმოპოვების შემდგომი შემცირება და ასევე შტატებში ფიკალის ნავთობის საბადოების ნაწილის დახურვა.

 


მოხსენების ავტორთა ვარაუდით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა პანდემიამდელ დონესთან დაბრუნებას დაიწყებს. ისინი ასევე  სხვა ნედლეულის გაძვირებას პროგნოზირებენ კერძოდ - გაზისა და ნახშირის.

 

„2020 წლის მე-3 კვარტალში თითქმის ყველა ნედლეულის ფასებმა წლის დასაწყისში ვარდნის შემდეგ ზრდა დაიწყო. აპრილთან შედარებით ნავთობის ღირებულება გაორმაგდა, თუმცა, პანდემიამდელ დონეზე გაცილებით დაბალი რჩება  - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში.

 

მსოფლიო ბანკის პროგნოზი, 2021 წელს ლითონები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციაც გაძვირდება, თუმცა, ამ საქონელზეც ფასის ზრდა უმნიშვნელო იქნება - 2% და 1% შესაბამისად.

 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში სანავთობო ბაზრის მდგომარეობა როგორც არამდგრადი შეფასდა. სააგენტოს პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის წინა წელთან შედარებით ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 5%-ით შემცირდება, ნავთობზე კი - 8%-ით.  შესაბამისად, ეს ნავთობზე ფასების სტაბილურ ზრდას აფერხებს და ასეთი ვითარება პანდემიის დასრულებადე გაგრძელდება.

 

2020 წლის მაისში, პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნის შედეგად ნავთობზე ფასების დრამატული ჩამოშლის გამო, OPEC+-ს ქვეყნები ყოველდღიურად ნავთობმოპოვების 3 თვის მანძილზე 9,7 მლნ. ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ.

 

აგვისტოში პირობები შერბილდა, და მოპოვების შემცირებამ 7,7 მლნ. ბარელი დღე-ღამეში შეადგინა, და ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება.  2021 წლის მანძილზე და 2020 წლის აპრილის ბოლომდე ნავთობის შემცირება 5,8 მლნ.ბარელს შეადგენს.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up