მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას - პრემიერი სააკაშვილის ადვოკატებს პასუხობს

მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას - პრემიერი სააკაშვილის ადვოკატებს პასუხობს

access_time2021-10-24 15:26:45

"კარგად გვესმის მათი მხრიდან ამ პანიკის დათესვის მიზეზი, დაძაბული ერთი კვირა გვექნება, ძალიან აბსურდულ პანიკის შემცველ ბრიფინგებს მოვისმენთ, მაგრამ მინდა, მოსახლეობას  მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თიანეთში მიხეილ სააკაშვილის დაკავშირებით ადვოკატების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ აბსურდულ განცხადებებს.

„როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს და ფიქრობდეს. ეს მათი ხელწერაა, ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რაზე არიან წამსვლელები, რას გააკეთებდნენ, ისინი რომ ყოფილიყვნენ ჩვენს ადგილას, ასე ფიქრობენ და ალბათ ამას გააკეთებდნენ. ეს გაუკეთებიათ არაერთხელ, პირდაპირ ხოცავდნენ პატიმრებს ციხეებში, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ, მორგში ჩაჰყავდათ ცოცხალი პატიმრები და იქ აბამდნენ. ასეთი ხელწერის მქონე გვარამია, რომელიც პროკურორია და არავითარი საერთო აქვს არც მედიამენეჯერობასთან, ეს არის სააკაშვილის ხელწერა, მორიგი, ბინძური პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეეცდებიან, მთელი ეს კვირა მოსახლეობას აყურებინონ ამ კაცის შიმშილი და ამაზე ილაპარაკონ. არავინ უშლის ამ ადამიანს არც ჭამას, არაფერს. მით უმეტესს, მას აქვს სრული კომფორტი, ისევე, როგორც ყველა პატიმარს. ჩვენ არავის არაფერს ვუზღუდავთ, პირიქით, არავითარი საბაბი არ მიეცემათ მათ არასოდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. სრულად გამჭვირვალეა პროცესი, ექიმების მუდმივი 24-საათიანი კონტროლი გვაქვს დაწესებული, შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს არის მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დასრულდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.






ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up