მშრალი ხილის ქართული კომპანია გემუანი“ NESTLE-ს პარტნიორი გახდა

მშრალი ხილის ქართული კომპანია გემუანი“ NESTLE-ს პარტნიორი გახდა

access_time2020-07-24 13:20:38

სამეგრელოში, მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი და პარტნიორი ხდება.

 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ განუცხადა, „გემუანმა“ დააკმაყოფილა  მულტინაცოიონალური კომპანიის  ყველა მოთხოვნა. მათ შორის, ხარისხის, IFS სერთიფიკატი, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესია კვების მრეწველობაში.

 

„გემუანმა“ გაიარა შვეიცარიული, ტრანსნაციონალური კომპანიის აუდიტიც, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ „გემუანი Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით მოამარაგებს.

 

„ეს დიდი წარმატებაა, „გემუანი“ უკვე ჩანს Nestle-ს სათავო ოფისის ბაზაში, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შესაძლებელია კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი შეკვეთა მიიღოს,“ - აცხადებს თორდია.

 


კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში იმ რაოდენობის ნედლეული, რომ Nestle-ს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თორდია განმარტავს, რომ ამაზე ამ ეტაპზე პრობლემა არ იქმნება. კომპანია პროდუქციას ადგილობრივი  ფერმერებისგან იბარებს.

 

„გემუანი“ ბაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველი, რითეილისთვის, სადაც კომპანიის წარმოებული ხილის ჩიფსები იყიდება. საუბარია, ეკოლოგიურად სუფთა, დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტზე. თორდიას განცხადებით, „გემუანი“ თუ აქამდე ჩიფსებს მინის ქილის შეფუთვით ყიდიდა, 1 თვეში პროდუქტი  სარეალიზაციო ქსელში სპეციალური პარკებით  გაიყიდება.

 

მეორე მიმართულებაა ინდუსტრიული ინგრედიენტების მომზადება, რომლის მიწოდებაც, როგორც ნედლეულის, მწარმოებელ კომპანიებთან ხდება. „ვთანამშრომლობთ ჩაის კომპანიებთან, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს პროდუქტს როგორც დანამატს. ასეთია მაგალითად, ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანა“, ასევე ვთანამშრომლობთ შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებთან, HoReCa  სექტორთანაც“, - აცხადებს თორდია.

 

ამ ეტაპზე „გემუანის“ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე იგზავნება რუსეთში, ჩეხეთში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.

 

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“  2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს.


business-partner.ge


თეგები:
გემუანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up