მშპ-ს წლიური ზრდა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, რაც მიგრაციით, ტურიზმით და ვაჭრობითაა გამოწვეული -  ISET

მშპ-ს წლიური ზრდა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, რაც მიგრაციით, ტურიზმით და ვაჭრობითაა გამოწვეული - ISET

access_time2022-11-22 18:10:22

მშპ-ს წლიური ზრდა, სავარაუდოდ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, რაც მიგრაციით, ტურიზმით და ვაჭრობითაა გამოწვეული,  აცხადებენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში, რომელმაც 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. 


როგორც ცნობილია, საქსტატმა 2022 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9.7 %-ს შეადგენს. შედეგად, 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.2 %-ია.



ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განახლებული პროგნოზით კი 2022 წლის მეოთხე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი ამ ეტაპზე 11.9 %-ს შეადგენს. 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი კი 3.9 %-ია.


„სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 10.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულადაა შეფასებული. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ეკონომეტრიკული მოდელი საქართველოს ეკონომიკური ცვლადების მხოლოდ წარსულ მნიშვნელობებს ეყრდნობა, სადაც არ მოიპოვება ასეთი ფართომასშტაბიანი ომის, სანქციებისა და მიგრაციის ანალოგი“,  აცხადებენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში.


თეგები:
ISET



TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek
access_time2022-12-07 21:00:54
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.   General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე...


მსგავსი სიახლეები

up