მშპ-ს რამდენი პროცენტი დაუთმეს ქვეყნებმა დახმარების პაკეტებს

მშპ-ს რამდენი პროცენტი დაუთმეს ქვეყნებმა დახმარების პაკეტებს

access_time2020-09-11 20:00:23

კორონავირუსი ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე დრამატული მოვლენაა, მისგან გამოწვეულ კრიზისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა მკვეთრად უპასუხეს.


ქვემოთ მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენი პროცენტი დაუთმო ამა თუ იმ ქვეყანამ დახმარების პაკეტებს.


დიდი ოცეულის ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4% სხვადასხვა პაკეტებზე ხარჯავენ, რაც შეიძლება ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის პირდაპირი დახმარება იყოს.


ჩინეთმა შედარებით მოკრძალებული პაკეტი გამოყო, რომელიც მშპ-ს 1.3% -ს შეადგენდა, რაც 326 მილიარდ აშშ დოლარის ტოლია. ეს 10-ჯერ ნაკლებია იმ პაკეტზე, რომელიც მან 2008 წელს G.F.C.- ზე დახარჯა.


ევროკავშირმა ჯამში 577 მილიარდი ევროს პაკეტი გამოყო, რამაც ჯამში $ 616 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 18,8 ტრილიონი დოლარია, ეს ნიშნავს, რომ მან დახმარების პაკეტების უზრუნველსაყოფად მთლიანი შიდა პროდუქტის 3.2% დახარჯა.


ინგლისის გაერთიანებულმა სამეფომ აიღო ვალდებულება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 12.6%-ს საკუთარი ეკონომიკის გასათავისუფლებლად დახარჯავს. ინგლისმა ახლახანს დატოვა ევროკავშირი და უკვე საკუთარი ფულის დახარჯვა უწევთ.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, მათი დახმარების პაკეტი არც თუ ისე მასშტაბურია, იტალიამ მთლიანი შიდა პროდუქტის 8.5% -ის ღირებულების საერთო პაკეტი, ხოლო საფრანგეთმა და გერმანიამ მთლიანი შიდა პროდუქტის 9.5% დახმარების პროგრამას დაუთმეს.


გრძელვადიანი დამოკიდებულების გათვალისწინებით, დახმარების პროგრამაზე იაპონიის მთავრობა ხარჯავს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.3% -ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.



სამხრეთ კორეა კი ხარჯავს 8,1% -ს მას შემდეგ, რაც ის პროფესიონალურად გაუმკლავდა კრიზისს.


განვითარებადი ქვეყნების დახმარების პაკეტები საკმაოდ კონტრასტულია სხვა ქვეყნებთან შედარებით.


მაგალითად ინდონეზია დახმარების პაკეტზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2.3% -ს, ხარჯავს, ხოლო ბრაზილია 3.6% -ს.


პირველი შემთხვევაა, რაც არგენტინამ გარკვეული თანხა გამოყო დახმარების პაკეტზე და ეს თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.7% შეადგენს. რაც შეეხება რუსეთს, ის დახმარების პაკეტზე მშპ-ს 1.4% -ს ხარჯავს, რამაც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხარჯვით ქვეყანად აქცია.


საინტერესო მაგალითია საუდის არაბეთი, რომელიც უფრო მდიდარია, ვიდრე ტიპიური განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკა, ისინი დახმარებაზე ხარჯავენ 4.7% -ს და ქვეყანა იმდენად სერიოზულად იღებს ჩაკეტვის ზომებს, რომ კომენდანტის საათი 15:00 საათზე იწყება.


განვითარებადი ქვეყნებისგან მკვეთრად განსხვავდება სამხრეთ აფრიკა, რადგან ის მშპ- ის 6% -ს თავიანთი დახმარების პაკეტში ხარჯავენ.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღარიბი ქვეყნები დახმარების პაკეტებზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. ის ქვეყნები კი, რომლებსაც სესხის აღების და ხარჯვის ტრადიცია აქვთ უფრო დიდ თანხებს ყოფენ დახმარებისთვის. ძალიან ცოტა ქვეყანა განიხილავს ხარჯების, რეგულაციების და გადასახადების შემცირებას.


economicsonline.co.uk

თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
მშპ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up