მშპ-ის ზრდის 4-4.5%-ის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები - მსოფლიო ბანკი

მშპ-ის ზრდის 4-4.5%-ის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები - მსოფლიო ბანკი

access_time2022-12-06 23:00:56

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მომზადებული ქვეყნის  ეკონომიკური მემორანდუმის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღი მართვა და ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო ხელს უწყობს ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ მშპ-ის ზრდის 4-4.5 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები. ანგარიში, სახელწოდებით -„მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“, დღეს იქნა წარდგენილი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე.


ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმრთულებით, რათა ქვეყანამ შესძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც. კერძოდ, ანგარიში აღწერს მცირე, მაგრამ ღია და მდგრადი ეკონომიკის ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მშპ-ის ზრდისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შეზღუდულია პროგრესი პროდუქტიულობის ამაღლებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.


ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი მიმდინარე სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნის ხელშეწყობით; პროდუქტიულობის ამაღლებით დარგების და ფირმების დონეზე; კავშირების და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით; და ადამიანური რესურსების განვითარებით და უკეთ გამოყენებით.


გაურკვევლობით და გამოწვევებით სავსე გარემოს პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს COVID-პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მნიშვნელობას, რაც შექმნის უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილებზე წვდომის შესაძლებლობას.


„საქართველომ წარმატებული ეკონომიკური ზრდა განიცადა გასული ათი წლის განმავლობაში, თუმცა ქვეყანა ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გააგრძელოს თავისი ეკონომიკის მოდერნიზება და რეფორმირება კიდევ ერთი წარმატებული ათწლეულის უზრუნველსაყოფად. მეტი შესაძლებლობების, კავშირებისა და უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე ქვეყანა უკეთ შეძლებს ორიენტაციას ეკონომიკური ვარდნის გლობალური ტენდენციების, მზარდი ვალის, ღირებულების გლობალური ჯაჭვების გამოწვევების, თანამედროვე ტექნოლოგიების და კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელთაგან თითოეული შეიძლება რისკს უქმნიდეს ეკონომიკურ ზრდას, ან სწორად მართვის შემთხვევაში, გვთავაზობდეს პოტენციურ შესაძლებლობებს“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.



„უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ აღნიშნული წარმატება და გავაძლიეროთ ძალისხმევა პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, საერთაშორისო კავშირების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ინტეგრაციის გასაზრდელად ღირებულების გლობალურ ჯაჭვებში, ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად და დიგიტალიზაციისა და ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოში სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნა მიმდინარეობს, თუმცა დასაქმების დაახლოებით ერთი მეხუთედი ისევ სოფლის მეურნეობაზე მოდის. სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულ პირთა გამომუშავებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პოტენციალი ჯერ ამოწურული არ არის. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, დინამიურობის გაძლიერებას ქალაქებში და თბილისის უკეთესად მომზადებას მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გარდაქმნის დასაჩქარებლად.


„მომავალში ეკონომიკური ზრდა საქართველოში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული კომპანიების პროდუქტიოულობის მატებასა და გარე ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარზე. ამასთან ერთად, გაცილებით აქტიურ და მაღალკვალიფიციურ მუშახელს შეუძლია არსებული დემოგრაფიული ტენდენციების კომპენსირება და პროდუქტიულობის ამაღლება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ევგენი ნაჟდოვმა.


დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს პროდუქტიულობაზე, მათ შორის, დაფინანსებასთან წვდომაზე, ჩრდილოვანი ეკონომიკისწილზე, კონკურენციაზე, ისევე როგორც ფირმების შესაძლებლობებზე, როგორებიცაა, მაგალითად, მართვის უნარები და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს, რომ ქართული ფირმები უნდა გახდნენ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებულნი და ყურადღებას ამახვილებდნენ უკეთესი კავშირების დამყარებაზე.


ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა დანაზოგების ზრდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლების აღსადგენად ვალის ზრდის გარეშე. აღნიშნულის მიღწევა შეიძლება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, კორპორაციული მართვის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდით, შინამეურნეობების ფინანსური წიგნიერების ამაღლებით, განსაკუთრებით, განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით.


და ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ყურადღებას ამახვილებს უნარებზე და შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და მიუთითებს - შექმნილ სამუშაო ადგილებსა და შრომითი რესურსების განათლების პროფილს შორის შეუსაბამობაზე; უნარ-ჩვევების დეფიციტზე, რაც მომდინარეობს სწავლების სუსტი პრაქტიკიდან და დამსაქმებლებთან არსებული სუსტი კავშირებიდან; და შრომის ბაზრის არასაკმარისად განვითარებულ ინსტიტუტებზე, რომლებიც ზღუდავს ინფორმაციასთან წვდომას და დასაქმების სერვისების შეთავაზებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up