კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
„ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დეოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც რომ ინდივიდუალურად, რომელია“ - სალომე ზურაბიშვილი.
მშობლიური ენა რომ არ იცით, მადამ სალომე, აქედან იწყება ყველაფერი დანარჩენის უცოდინარობა“, - წერს ხაინდრავა.
ტელეკომანია პირველთან ინტერვიუში დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დე ოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც რომ ინდივიდუალურად, რომელია“.
შეგახსნებთ, რომ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 2018 წლის 16 ოქტომბერს 15 ათასი ლარი შესწირა.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან – 2018 წლის 28 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით – 2 929 431 ლარი შესწირეს. 2018 წლის 16 ოქტომბერს კი სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა პირმა, რომელთა შორის არის გოგა ხაინდრავა, ჯამში, 138 000 ლარი შესწირა. შესაბამისად, 16 ოქტომბრის მდგომაროებით, მის მიერ მობილიზებული თანხის ჯამურმა რაოდენობამ 3 067 431 ლარი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ მეტია ყველა დანარჩენი კანდიდატის მიერ მობილიზებული თანხის რაოდენობაზე.