„მშენებლობის ტუნელური (მცოცავი) ყალიბის მეთოდი მაღალ სეისმომედეგობას განაპირობებს“ - ვიტალი დვალიშვილი

„მშენებლობის ტუნელური (მცოცავი) ყალიბის მეთოდი მაღალ სეისმომედეგობას განაპირობებს“ - ვიტალი დვალიშვილი

access_time2023-03-17 15:30:27

„მშენებლობა ეკონომიკის ის დარგია, რომელიც ინტენსიურად ვითარდება და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პროცესში აქტიურად იყენებს. ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენების შედეგად, მომხმარებელი დახვეწილ და მდგრად პროდუქტს იღებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მშენებლობის მცოცავი ყალიბის (ცნობილია, როგორც ტუნელური ყალიბი) სტანდარტი, რომელიც მაღალ სეისმომედეგობას განაპირობებს“, - აცხადებს „ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასების  ცენტრის“ დირექტორი ვიტალი დვალიშვილი.

 

საქართველოში მცოცავი ყალიბის მეთოდით მშენებლობის ყველაზე მასშტაბური მაგალითია კომპანია „ას ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული საცხოვრებელი კომპლექსი. კომპანიის მიერ აშენებული უკლებლივ ყველა კორპუსი, სწორედ აღნიშნული მეთოდით არის ნაგები.

 

„პირადად გახლდით ამ მშენებლობის პროცესის დამკვირვებელი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ „ ას ჯორჯიას“ მიერ აგებული კომპლექსის კოპრპუსები ნაშენებია  ამ საკმაოდ მაღალბიუჯეტური ტექნოლოგიის - მცოცავი ყალიბის მეთოდის გამოყენებით. ამ პროგრესული ტექნოლოგიის გამოყენება იწყება შენობის საძირკვლის ჩაყრით, რომელიც მყარ ბეტონის ფილას წარმოადგენს. ტუნელური ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად  ერთი მთლიანობაა.

 

რკინა-ბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას,  ტიხრებში და ყალიბის ზემოთ არსებულ სივრცეში მოთავსებულია ასაწყობი ფოლადის კონსტრუქციები. ამ კონსტრუქციების შეერთების შემდეგ ხდება მთლიანი იატაკის და ტიხრების ბეტონირება. ბუნებრივია, კონსტრუქციის სიმტკიცე არის ძალიან მაღალი“, - ამბობს ვიტალი დვალიშვილი.


 

„მცოცავი ყალიბის მეთოდის უპირატესობაა ასევე ის ფაქტი, რომ ამ ტექნოლოგიით მუშაობისას, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში ხდება მთლიანი სართულის ჩამოსხმა, შრობა და შემდეგ უკვე, ამავე ყალიბით შემდეგი სართულის დაშენება“,  - აზუსტებს დარგის ექსპერტი.

 

კომპანია „ას ჯორჯიას“ შემდგომი პროექტის - „პარკ ბულვარის“ აგებაც სწორედ ამ მეთოდით ხორციელდება.

 

მცოცავი ყალიბის მეთოდის უპირატესობა თვალნათლივ წარმოაჩინა ახლახან თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, მიწისძვრისას ნგრევას გადაურჩა და უფრო მეტიც, საცხოვრებლად ვარგისი დარჩა უკლებლივ ყველა ის მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც თურქეთის დაზარალებულ პროვინციებში  მცოცავი ყალიბის მეთოდით იყო ნაშენები.


bfm.ge





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up