მშენებლობის სექტორი შემცირებას განაგრძობს - ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ფაქტორები

მშენებლობის სექტორი შემცირებას განაგრძობს - ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ფაქტორები

access_time2019-06-29 18:00:23

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მაისში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის განსაზღვრაზე სხვადასხვა დარგების გავლენებს განმარტავს. 

"უძრავი ქონებით ოპერაციების და მოხმარებისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის სექტორში ზრდა განაპირობა ისეთი სახის მომსახურებით დაკავებული ბრუნვის მოცულობის მატებამ, როგორიც არის უპირველეს ყოვლისა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, რეკლამა, კომპიუტერებთან დაკავშირებული საქმიანობა, საინჟინრო მომსახურება, მთარგმნელობითი საქმიანობა და ა.შ. 

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილების სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოების მოცულობის გაზრდა. დაახლოებით, 6.6%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოება. 

ვაჭრობის დარგში ზრდა განაპირობა ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობამ, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობა, მანქანებითა და მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობა. 2019 წლის მაისში აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 75%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და მისი მოცულობა თითქმის 60 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 

სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში ზრდა განაპირობა ტურისტების რაოდენობის ზრდამ. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 18%-ით არის გაზრდილი", - განმარტა "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა. 

რაც შეეხება საანგარიშო პერიოდში შემცირების ტენდენციის მქონე სექტორებს, ამ მიმართლებით ჩამონათვალში მშენებლობის დარგი ისევ გვხვდება. 

"მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, რომლის მიზეზს წარმოადგენს ძირითადად შენობების, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მოცულობის შემცირება. 

მშენებლობის დარგში განვითარებული ტენდენციების შესაბამისად, კლება შეინიშნება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში. როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ ძირითადად ნედლეული სამშენებლო პროცესებისთვის და მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მშენებლობაში განვითარებული მოვლენები სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგზე. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 26%-ით შემცირდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების იმპორტი. მაგალითად, 16%-ით შემცირდა ცემენტის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. 

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში შეინიშნება ასევე შემცირების ტენდენცია, რაც ძირითადად განპირობებულია ფეროშენადნობების, ასევე მინერალური სასუქებისა და აზოტოვანი სასუქების და თამბაქოს ნაწარმის წარმოების მოცულობის შემცირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ 75%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი, 46%-ით შემცირდა ფეროსილიკონ მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. 

რაც შეეხება კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში განვითარებულ მოვლენებს, შემცირების თვალსაზრისით ეს ძირითადად განპირობებულია და დაკავშირებულია აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების გამოშვების მოცულობის შემცირებასთან", - განმარტა გოგიტა თოდრაძემ. 

მიმდინარე წლის მაისში, საქართველოში 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.


BMG






ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up