2020 წლის მეორე კვარტალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4 პროცენტით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.