სანამ ტურიზმის აღდგენის რეალურ ნიშნებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს- Hyatt Regency Tbilisi

სანამ ტურიზმის აღდგენის რეალურ ნიშნებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს- Hyatt Regency Tbilisi

access_time2021-02-22 17:00:22

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ჰაიატის“ (Hyatt Regency Tbilisi) მშენებლობის დასრულების საკითხი უკვე წლებია კითხვის ნიშნის ქვეშაა. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა.

 

„რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  ამჯერად მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი ქვეყანაში არსებული არაპროგნოზირებადი გარემოა. მისი თქმით, მანამ სანამ ბიზნესისთვის პროგნოზების გაკეთება და ტურიზმის აღდგენის საკითხი ნათელი არ გახდება, პროექტის ვადებზე საუბარი რთული იქნება.

 

„ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და 2020 წელსაც არ შეგვიწყვიტავს. დასრულების ვადებზე საუბარი ახლა არასერიოზული გამოვა, რადგან შეიძლება მშენებლობა ადრეც დავასრულოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, ამიტომ მშენებლობის დასრულებას არ ვჩქარობთ, ტურიზმის აღდგენის ტრენდს ვაკვირდებით. თეორიულად  საუბრობენ, რომ 2023 წელს აღდგება, თუმცა ესეც ვარაუდია.სანამ ვაქცინაცია არ დასრულდება და ტურიზმის აღდგენის რეალურ ტრენდებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც 2021 წელს აქვთ სასტუმროს გახსნის ვალდებულება, ჩვენ საბედნიეროდ 2023 წლის ივლისამდე გვაქვს მშენებლობის ნებართვა ძალაში. დღევანდელმა სიტუციამ გამოიწვია ის, რომ შეუძლებელია დღეს ფინანსირებაზე ვინმესთან საუბარი, მათ შორის ბანკებთან. რისკების შეფასების მექანიზმებია და მესმის, რომ ჩვენს პროექტში, რომელიც არის ტურისტულ სექტორი, მისი აღდგენა კი უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, ბანკებთან საუბარი შეუძლებელია“, - განმარტა მინდია გადაევმა.


 

„ჰაიატის“  პროექტში ჯამში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება. შენობა განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა ფასადით სამ, ხოლო უკანა ფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 170 ნომერს გააერთიანებს. „რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა. სასტუმროს კორექტირებული პროექტი 2020 წელს შეთანხმდა, ხოლო მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ობიექტზე 2023 წლის ივლისამდეა ძალაში.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
„ჰაიატი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up