მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა მწვანე სივრცეებისა და სკვერების შეზღუდვების ხარჯზე

მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა მწვანე სივრცეებისა და სკვერების შეზღუდვების ხარჯზე

access_time2017-09-15 13:00:36

მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა მწვანე სივრცეებისა და სკვერების შეზღუდვების ხარჯზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მან დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.

 

„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

 

მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემები ერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს.

 

„მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორიას, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ადამიანებისთსთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up