მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

access_time2018-02-19 13:38:26

„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მერის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება.

 

„დღეს შედგა საბოლოო კონსულტაციები სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ თბილისის მერს ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ამ საკითხს ეხება. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანი, არის ზუსტად ის, რომ სწორად დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქმე ეხება, მათ შორის, სანქციების გამკაცრებას - ეს არის ერთი მიმართულება. საქმე ეხება, ასევე, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტი; ასევე, საუბარია სანქციებზე, რომელიც დაკავშირებულია უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან. ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ასახული პაკეტში, და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, საბოლოო ჯამში, პრობლემის არსებითად მოგვარებას,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, კანონპროექტს პარლამენტი, მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირაში მიიღებს.

 

„ეს ცვლილებები დაემატება უკვე ინიცირებულ პროექტს, რომელიც ამჟამად განიხილება მეორე მოსმენით. პრინციპების დონეზე პირველი მოსმენისას იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს სანქციები და უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უკვე მეორე მოსმენაზე დავამატოთ შესაბამისი საკითხები კანონპროექტს. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში, ამ კვირის ბოლომდე, მეორე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „მშენებლობის კოდექსის პროექტის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

„ეს არის ბევრად უფრო მასშტაბური პაკეტი, რომელიც ეხება სივრცით მოწყობას, მშენებლობებს და ამ პაკეტის განხილვა მალე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტში. რამდენიმე კვირით გაგრძელდა განხილვის ვადა, თუმცა, ამის იქით ეს ვადა არ უნდა გაგრძელდეს და ამ პაკეტის განხილვა უნდა დაიწყოს ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დედაქალაქის მერმა პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება. მისივე თქმით, კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს.

 

„ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობები მიმდინარეობს და ჩვენთვის, ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცვლილებებით, რომლებსაც ვაპირებთ, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობით. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა, და მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი, კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გვაქვს მშენებლობებზე, ის, რომ მაგალითად, ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ, მაგალითად, ის, რომ როდესაც მიდის ფასადის მოპირკეთება, ყოველგვარი დამცავის, დაბმის გარეშე მუშაობენ, აქ მთავარი არის ის, რომ თავად მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მე მგონია, რომ ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს, ასევე, მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასაწყვეტი გვექნება. ერთიანი თანადგომით, მგონია, რომ ამას შევძლებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან, შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას. ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა,- განაცხადა კახა კალაძემ.



 

 

 

 

 

 




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up