თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

access_time2019-06-17 13:30:58

 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით შემცირდა.


თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ შემცირებული დასაქმებულთა რაოდენობა  პირდაპირ მიბმულია თბილისის მერიის მეირ გაცემულ ნებართვებზე და საბანკო რეგულაციებზე. სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ რამდნიმე თვეში სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამინების რაოდენობა 20 000 გაიზარდოს.


„ის, რომ 4000 კაცით ნაკლები მუშაობს ამ სფეროში სრულიად გასაგებია. მგონია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს. ჩვენს სფეროში ეკონომიკური აქტივობა კლებულობს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი დაიკლებს. იმის გამო, რომ აღარ გაიცემა ნებართვები იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გაიცემოდა, ცხადია, ეს არის ის ფასი, რომელსაც ვიხდით. როდესაც დაკვეთა არის ის, რომ მშენებლობები უნდა შემცირდეს , ამას მოჰყვება ნაკლები სამუშაო ადგილი და ნაკლები ეკონომიკა. ამის ალტერნატივა  არის, ის, რომ ქაოტური მშენებლობები თბილისში ისევ დაიწყოს. ახლა არის ასარჩევი სტრატეგია, რა უფრო მნიშვნელოვანია. მშენებლობები საბოლოო ჯამში მაინც განვითარდება, თუმცა ეს მოხდება 5 წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში კი ჩვენ მძიმე ეფექტი გვექნება ეკონომიკაში და დასაქმებაშიც. მაგრამ, მშენებლობების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება“, განმარტავს თორნიკე აბულაძე.  

 

თორნიკე აბულაძე “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ თბილისის მერობის ყველა კანდიდატის დაპირება მშენებლობების შემცირებაა, მაგრამ რა ეკონომიკური რისკები მოჰყვება ამ ყველაფერს, არავინ ითვლის.  



„ყველა მერობის კანდიდატის საარჩევნო დაპირება იყო მშენებლობას შეაჩერებს. როდესაც მშენებლობებს შეზღუდავ, ეს ხომ ნიშნავს ნაკლებ დასაქმებულ ადამიანს?  ეს იმ მომენტში ჟღერდა, როგორც პოლიტიკური ლოზუნგი. კალაძე არის პირველი მერი, რომელმაც ამ დაპირების განხორცილება დაიწყო, რადგან მას მოსახლეობისგან ეს დაკვეთა ჰქონდა. შემცირებული მშენებლობები ასევე გამოიწვევეს ბინების დეფიციტს, რაც ფასებს გაზრდის. თბილისში დაახლოებით 350 000 მისამართი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ყველა ერთეულის ღირებულება გაიზრდება. ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე, ერთის მხრივ, ჩვენ დავკარგეთ 4 000 სამუშაო, მეორეს მხრივ 350 000 ერთეულ ქონებას თბილისში მოემატება ფასი, თუნდაც 3-5 პროცენტით, “  განაცხადა თორნიკე აბულაძემ.


ჯერ-ჯერობით დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელ ბეჟან წაქაძე. თუმცა, იგი ადასტურებს, რომ სამუშაო ადგილები დღითიდრე მცირდება, რაც მისი თქმით,  2018 წელს ამოქმედებული საბანკო რეგულაციებით არის განპირობებული.


„მშენებლობის ტემპი შემცირდა, რაც ძირითადად უკავშირდა საბანკო რეგულაციებს, ჯარიმებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ  მშენებლობა ძირითადად გარეუბნებში გვაქვს დაწყებული, სადაც რეალიზაცია საგრძნობლად შემცირებულია. აქედან გამომდინარე, კომპანიებმა შეამცირეს დასაქმებულთა რიცხვიც. რეგულაციები გადასახედია, რადგან ჩვენი სექტორიდან პრობლემური სესხები 0,8 პროცენტი იყო, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება  რეგულაციების შესარბილებლად, რის შემდეგაც რეალიზაცია გაიზრდება, რაც ნელ-ნელა გამოასწორებს შექმნილ ვითარებას, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ტემპი უკვე შენელდა,  სწრაფად ამუშავებას კი ისე დრო სჭირდება“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

 

 

ბაჩო ადამია





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up