ეკონომიკის ამოქოქვაში დეველოპერული ბიზნესის როლს უძრავი ქონების ბაზრი ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე არ აკნინებს, თუმცა 4% -ით სუბსიდირებული იპოთეკით სტიმულირების საჭიროებას ვერ ხედავს.
მე მშენებლობას საერთოდ გავაჩერებდი. რაც გვაქვს იმას უნდა მოვუაროთ , - რედიქსის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას არ ელის, შესაბამისად, არც მიწოდების საჭიროებას ხედავს და სხვა დეველოპერებისგან განსხვავებით, მაისში დაანონსებული 5 წლიანი თანასუბსიდირების პროექტის დადგენილების ამოქმედებაც არ ეჩქარება.
დეველოპერები და ბანკები მოლოდინით შეკავებულ სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. თიბისის მთავარი ეკონომისტი თიბისი კაპიტალის ახალ ინდიკატორებით, ბინების გაყიდვების 70%-მდე (Y.Y) ზრდის, ივნისის პოზიტიური კვირების ტრენდზე მიანიშნებს.
ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა, შეთავაზება, რომელიც ერთდროულად ბანკს დეველოპერს და მყიდველის სტიმულირებისთვისაა, უფრო ოპერატიულად თუ ამოქმედდებოდა და ვისაც ბინის ყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს ახალ შეთავაზებას არ დაელოდებოდა.
იპოთეკური სესხები (რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული) ამ დროისთვის 11.5%-დან გაიცემა და ზოგიერთ მყიდველს ჰგონია, 4%-ით სუბსიდირებული, მთავრობის გარანტიით,სავალუტო იპოთეკის 7%-ს მიახლოვდება. შესაბამისად გაიაფდება.
„რედიქსი“ უძრავი ქონების $100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.
gbc.ge