„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

access_time2022-10-01 23:30:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, კიდევ ორ ახალ პროექტზე - ქალაქ ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.


ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს გამოაცხადა.


დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს ოზურგეთში სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას. ქალაქ ლანჩხუთში კი, ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალური მილებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობას.


ორივე პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 78 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.



პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.


წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზეც. მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება.


ახალი პროგრამით, სახელმწიფო უფრო სწრაფად განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას პროგრამაში ჩართული სამშენებლო კომპანიები კი, სწრაფ განვითარებას, გამოცდილების გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოებას და შემდგომში მასშტაბურ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტებსა თუ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.


პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

თეგები:
ტენდერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up